სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქსენია სობჩაკი სასამართლომ ათასი რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი დამნაშავედ ცნო. მას ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და მიტინგში მონაწილეობა ედება. სასამართლომ ქსენია ათასი რუბლით დააჯარიმა. იუწყება РИА Новости.

РАПСИ–ის ონლაინ ფორუმზე კი წერენ, რომ სობჩაკი გააფრთხილეს, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა ან 2000 რუბლამდე გაიზრდება, ან 15 დღით დაგაპატიმრებთო.

სობჩაკმა სასამართლო დარბაზში განაცხადა: „თავს დამნაშავედ არ ვთვლი. არ ყოფილა არანაირი მსვლელობა, არანაირი მიმართვები და ლოზუნგები. ქუჩაში მივდიოდი ადამიანების ჯგუფთან ერთად, ალბათ ოცდაათზე მეტი იყვნენ, ჩვენ გზას პერიოდულად გვიკეტავდნენ. გაფრთხილების გარეშე, ОМОН–ის წევრები გარს შემოგვეხვივნენ და დამაკავეს. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, რომ გავეფრთხილებინეთ დაიშალეთო, დავუჯერებდი მათ.“

ტელეწამყვანის განცხადებით, ჯერ არ იცის გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სობჩაკი მონაწილეობდა „ეროვნულ მსვლელობაში“, რომელიც ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის მოწინააღმდეგეებმა მოსკოვში, 6 მაისის შემდეგ, გამართეს. 8 მაისს ქსენია სობჩაკი დააკავეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100