სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ეს ყველაფერი კი აუცილებლად დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მაგრამ სანამ რაიმე ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაფიქრდით. თავდაპირველად შეადგინეთ გეგმა და ეცადეთ მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ მისი პუნქტები. განსაზღვრეთ რა ნაბიჯი იქნება თქვენთვის წარმატების მომტანი.

კურო: დღეს მოგინდებათ საკუთარ თავს ასიამოვნოთ. შეგიძლიათ რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ დღის განმავლობაში წარმოჩენილი საქმეები და დარჩენილი დრო მეგობრებთან ერთად განვლოთ. ეცადეთ მათ თქვენს პრობლემებზე გაესაუბროთ. მათ მიერ მოცემული რჩევები კი აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ტყუპები: გახსოვდეთ, რომ თქვენი გეგმები და მიზნები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. არ მისცეთ სხვებს თქვენი მართვის უფლება. ზედმეტი ძალისხმევა თქვენ არ გაგაბედნიერებთ და არც არავინ დარჩება ამით მადლიერი. არ შეიძლება ყოველივეზე უარი თქვათ ფინანსური კეთილდღეობის გამო. კარგად გადააფასეთ თქვენი შეხედულებები და გაიაზრეთ, თუ რატომ აირჩიეთ სწორედ ის გზა, რომელზეც ახლა დგახართ.

კირჩხიბი: არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს უთანხმოება მოგივათ თქვენზე ზემდგომ პირებთან. დღეს მათ თქვენდამი ექნებათ გარკვეული კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას ვერ შეძლებთ. არ ღირს ტყუილის თქმა და იმის მტკიცება, რომ მხოლოდ თქვენ ხართ მართალი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი პრობლემები შეგექმნებათ.

ლომი: გახსოვდეთ, რომ ცხოვრების მანძილზე კიდევ ბევრი რაიმეს სწავლა მოგიწევთ. ამ დროისათვის შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად კი დახმარება შედარებით კომპეტენტურ პირებს სთხოვეთ. ყველაფერთან ერთად, შესაძლოა არენაზე თქვენთვის მოულოდნელი პირი გამოჩნდეს და ამან დაბრკოლებების გადალახვაში ხელი შეგიშალოთ.

ქალწული: თუ დღეს რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ, პირველ რიგში კარგად დარწმუნდით მოსმენილის სისწორეში. სანამ რაიმე ზომების მიღებას გადაწყვეტთ დამშვიდდით და გახსოვდეთ, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი.

სასწორი: დღეს იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებას მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეადგენს. აღარ გრჩებათ დრო აღარც საკუთარი თავისთვის და აღარც მეგობრებისთვის, ეს კი თქვენს ჯანმრთელობაზე საკმაოდ უარყოფით გავლენას მოახდენს. ეცადეთ დრო რაციონალურად გადაანაწილოთ და პირად ცხოვრებასაც მიაქციოთ ყურადღება.

მორიელი: დროა დაფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე. ისეთი რაღაცების გაკეთება გიწევთ, რაც თქვენს სურვილს ეწინააღმდეგება. ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც. კარგი იქნება თუ რამდენიმედღიან შვებულებასაც აიღებთ და გამონთავისუფლებულ დროს მხოლოდ თქვენთვის საყვარელ ადმაიანებთან გაატარებთ.

მშვილდოსანი: თქვენი ინტუიცია არასდროს ცდება. დღეს გარკვეულ საფრთხეს იგრძნობთ, ამიტომ კარგი იქნება კონფლიქტურ სიტუაციებს თავს თუ მოარიდებთ. ეცადეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს არ გაეკაროთ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ კი საღამოს საათები სრულ მარტოობას დაუთმეთ.

თხის რქა: რატომ ცდილობთ შეუმჩნევლად ცხოვრებას? ეს ყოველივე უარყოფითად აისახება თქვენს მომავალზე. ცხოვრებაში წინსვლა გაგიჭირდებათ და შესაძლოა ერთი ადგილის ტკეპნა მოგიწიოთ. ამიტომ, არ შეუშინდეთ საკუთარი პოზიციების დაცვას და აზრის დაფიქსირებასაც. გარისკეთ და გახსოვდეთ, რომ სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

მერწყული: დღეს შესაძლოა თქვენთვის არასასმიამოვნო დისკუსიაში ჩაბმა მოგიხდეთ, ამიტომ სანამ რაიმეს იტყვით, მანამდე კარგად დაფიქრდით. არ ღირს უსაფუძვლო კონფლიქტების წარმოქმნა. ეცადეთ სიტუაციის დარეგულირებას და უთანხმოებიდან უპრობლემოდ გამოსვლას.

თევზები: შეგიძლიათ თამამად მიჰყვეთ თქვენს ცნობისმოყვარეობას. შედეგად კი გაიგებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. ეცადეთ არ გამოტოვოთ არცერთი დეტალი. თქვენს პოზიტიურ განწყობას კი დღეს ვერაფერი აქცევს ნეგატიურად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100