სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რესტორნების ქსელი კოლხეთი ფოტოკონკურს „წვეულება კოლხეთში“ იწყებს

რესტორნების ქსელი კოლხეთი იწყებს ფოტოკონკურს სახელწოდებით „წვეულება კოლხეთში“. ამისთვის კი საჭიროა, გადაიღოთ სურათი კოლხეთის ერთ-ერთ ობიექტში (რესტორანი კოლხეთი, კოლხეთი ოქროყანა, ლუდის ბარი კოლხეთი), და მიიღოთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში. ამის შემდეგ ფოტოს ავტორმა უნდა მოაგროვოს მოწონებები ან დაიმსახუროს ადმინისტრაციის სიმპატია.

გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს: ლაიქ კონკურსის მიხედვით გამოვლენილი I ადგილი დასაჩუქრდება 500 ლარიანი ვაუჩერით

ლაიქ-კონკურსის მიხედვით გამოვლენილი II ადგილი დასაჩუქრდება 300 ლარიანი ვაუჩერით, ხოლო რესტორნების ქსელი კოლხეთის ფავორიტი დასაჩუქრდება 400 ლარიანი ვაუჩერით

დამატებითი წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ გვერდზე http://kolkheti.com ან Facebook, ან http://www.facebook.com/kolkheti.

ფოტო კონკურსი ჩატარდება რესტორნების ქსელი კოლხეთის „ფეისბუქის: ოფიციალურ გვერდზე http://www.facebook.com/kolkheti.

ფოტო კონკურსი „წვეულება კოლხეთში“ მონაწილემ 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე უნდა ატვირთოს აპლიკაციაში შენი გადაღებული ფოტო „რესტორნების ქსელ კოლხეთში“ რესტორანი კოლხეთი,(კოლხეთი ოქროყანა, ლუდის ბარი კოლხეთი), შემდეგ კი დაელოდოს მოდერაციას და ნამუშევრის გამოჩენას აპლიკაციაში. ატვირთული ნამუშევრები გალერეაში გამოჩნდება ან იმ დღის სამუშაო საათებში ან მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო დასვენების დღეებში ატვირთული ნამუშევრები, გამოჩნდება მომდევნო სამუშაო დღეს.

ფოტო კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს: ფოტო უნდა ასახავდეს რესტორნების (რესტორანი კოლხეთი, კოლხეთი ოქროყანა, ლუდის ბარი კოლხეთი) აქტიურ გარემოს ან რაიმე აქტივობას.

ასევე შესაძლებელია ინტერიერის ამსახველი ფოტოების გადაღება.

კონკურსში „წვეულება კოლხეთში“ 2012 წლის 2 აგვისტოს 18:00-მდე გამოვლინდება 3 (სამი) გამარჯვებულიმ აქედან 2 (ორი) გამარჯვებული გამოვლინდება ლაიქ კონკურსის მიხედვით, ხოლო მე-3 (მესამე) გამარჯვებულს გამოავლენს „რესტორნების ქსელი კოლხეთის“ ადამინისტრაცია

გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს: ლაიქ კონკურსის მიხედვით გამოვლენილი I ადგილი დასაჩუქრდება 500 ლარიანი ვაუჩერით

ლაიქ-კონკურსის მიხედვით გამოვლენილი II ადგილი დასაჩუქრდება 300 ლარიანი ვაუჩერით, რესტორნების ქსელი კოლხეთის ფავორიტი დასაჩუქრდება 400 ლარიანი ვაუჩერით. შეგახსენებთ, რომ ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 2 ნამუშევრის წარმოდგენა. დაუშვებელია გრაფიკული ნამუშევარები და ფოტო -მონტაჟი. ნამუშევრები მიიღება 2012 წლის 31 ივლისის 18:00 -მდე

18 წელზე უმცროსი ასაკის მომხმარებლები გამარჯვების შემთხვევაში უნდა გამოცხადდნენ კანონიერი მეურვის თანხლებით.

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ „რესტორნების ქსელ კოლხეთის“ თანამშრომლებს.

როგორც რესტორნების ქსელის მიე რგავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია „დალაიქებული“ გქონდეთ „რესტორნების ქსელი კოლხეთის“ „ფეისბუქის“ გაიაროთ ავტორიზაცია აპლიკაციაში Allow ღილაკზე დაჭერით.

„რესტორნების ქსელი კოლხეთი“ასევე უფლებას იტოვებს კონკურსიდან ყოველგავარი ახსნა განმარტების გარეშე მოხსნას მონაცემების სპამერობის გზით მომატებაში შემჩნეული კონკურსანტები.

კონკურსიდან ასევე მოიხსნებიან მონაცემების ხელოვნურად ზრდაში (ყალბი ან/და უცხოური პროფილები, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ „რესტორნების ქსელ კოლხეთის“ „ფეისბუქის“ გვერდთან) შემჩნეული კონკურსანტები.

„რესტორნების ქსელი კოლხეთი“ იტოვებს მომხმარებლის საკონკურსო ნაშრომების მთლიან ან ნაწილობრივ გამოყენების უფლებას.

ამას გარდა, კონკურსში მონაწილე პირი, თანახმა უნდა იყოს დაიცვას აქ მოყვანილი წესები და აკრძალვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100