თბილისში განმეორებითი 5.4 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ განმეორდა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, ბიძგები დღეს მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდება.

დაახლოებით 18:23 საათზე 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარი