სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაიცანით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი ლედი N4 (ფოტო)

70 წლის ჯეიკობ ზუმა პოლიგამია და ამას არც მალავს (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მრავალცოლიანობა ნებადართულია).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იფიქრა, რომ ოთხი ცოლი სამს სჯობია და დიდი ხნის საყვარელ ქალთან, გლორია ბონგ ნგუემასთან, ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცა.

არსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ქორწილს პირველი სამი ცოლიც დაესწრო.

ღონისძიება სოფელ კვაზულუ–ნათალში გაიმართა. ლეოპარდის ტყავში გამოწყობილმა პრეზიდენტმა ტრადიციული ცეკვაც შეასრულა.

სხვათაშორის, ახალი ცოლი არც თუ ისე „ახალია“... პრეზიდენტსა და გლორიას 7 წლის ვაჟი ჰყავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100