გამოდგებიან თუ არა "დედიკოს ბიჭები" სიყვარულისთვის?

გაგიკვირდებათ და ამერიკელი ფსიქოლოგები „დედიკოს ბიჭებს“ იცავენ. ამტკიცებენ, რომ ისინი არაჩვეულებრივი ქმრები არიან.

ოჯახის თერაპევტმა, რეიჩელ სუსანმა, პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, განაცხადა, რომ მამაკაცს, რომელსაც დედასთან ახლო ურთიერთობა აქვს, პარტნიორთან მყარი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლია.

რეიჩელის განცხადებას არიზონას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებიც ეთანხმებიან: „ვინაიდან „დედიკოს ბიჭებს“ მყარი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლიათ მშობლებთან, ისინი მზრუნველი და ერთგული მეუღლეები იქნებიან“.

ავტორი წიგნისა „ბედნიერი ცოლების საიდუმო“, სკოტ ჰალცმანი, ამატებს, რომ ასეთი მამაკაცები ბევრად გახსნილები არიან. შეუძლიათ თქვენი მოსმენა და საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება არ ერიდებათ. „მიუხედავად ყველა ამ დადებითი თვისებისა, „დედიკოს ბიჭებს“ მაინც შელახული რეპუტაცია აქვთ“ – ამბობს ჰალცმანი.

კომენტარი