56 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა

56 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა 10 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დააკავეს. შემთხვევა ხაშურში აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

როგორც აღმოჩნდა, დაზარალებული მოძალადე ზურა კურტანიძის ქალიშვილთან ინგლისურ ენაში კერძოდ ემზადებოდა. სწორედ გაკვეთილის შემდეგ მოხდა აღნიშნული შემთხვევა, როდესაც მამაკაცმა ბავშვს სახლში გაცილება შესთავაზა.

გოგონას ოჯახის წევრები აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გაუპატიურების მცდელობა იყო.

კურტანიძის მეზობლების თქმით, მამაკაცი რამდენიმეჯერ იყო ნასამართლევი. დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი