სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური ნივთები ასი წლის წინ ჩაძირულ „ტიტანიკზე“: ლაინერზე ვიზიტი, შესაძლოა, აკრძალონ

როგორც ჩანს, ადამიანთა ნარჩენები განთქმული ლაინერის „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას, ოკეანის ფსკერზე ჯერაც შემორჩენილია, - აცხადებს ცნობილი ამერიკელი არქეოლოგი ჯეიმს დელგადო, რომელმაც ფსკერზე ცოტა ხნის წინ გადაღებული ფოტოები გაანალიზა.

ფოტოები 2004 წელს ცნობილმა ამერიკელმა ოკეანოლოგმა, რობერტ ბალარდიმ გადაიღო და მასზე ფსკერის შლამში სანახევროდ ჩაძირული მაღალყელიანი ფეხსაცმელი და პალტო ჩანს. ამ ფოტომ ნამდვილი სკანდალი გამოიწვია, რადგან სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ამდენი ხნის შემდეგ, შეუძლებელია ოკეანის ფსკერზე ადამიანის სხეულის ნარჩენები იყოს შენახული: ზღვის წყლისა და ოკეანის ბინადრების გათვალისწინებით.

თუმცა თავად დელგადო მიიჩნევს, რომ ოკეანის ფსკერზე ადამიანთა სხეულის ნარჩენებია, რადგან არამარტო ის თვლის, რომ ეს მაღალყელიანი ფეხსაცმელები ვერ გადმოვარდებოდა ვინმეს ჩემოდნიდან ისე, რომ ფსკერზე აღმოჩენილიყო: ფეხსაცმელებს შორის დაშორებაც და პალტოს კონტურებიც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ ადამიანი იწვა.

სხვათა შორის, ამ ამბავმა სენატორების ყურადღებაც კი მიიპყრო და ერთი მათგანი გამოვიდა ინიციატივით, ოფიციალური რეკომენდაცია გაუგზავნონ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს, რათა აიკრძალოს ვიზიტები „ტიტანიკზე“.

ლაინერის დაღუპვის ადგილას ადამიანთა ნარჩენების შესაძლო არსებობის შესახებ საგულისხმო მოსაზრება გამოთქვა რეჟისორმა ჯეიმს კამერონმაც, რომელმაც არაერთხელ ჩაყვინთა ოკეანის სიღრმეში: „დიახ, ჩვენ იქ რამდენჯერმე ვნახეთ ფეხსაცმელებიც და სხვა ნივთებიც, მაგრამ არასდროს გვინახავს ადაამიანთა ნარჩენები“, - თქვა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100