კასპში აბორტის გაკეთებაზე უარის თქმის შემდეგ დაბადებული ბავშვი ბაბუამ მოკლა

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ბაბუამ, მ.გ-მ ერთი თვის შვილიშვილი მოკლა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდეტი იუწყება, მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივად მამა-შვილს – მ.გ-სა და ლ.გ-ს შორის დაპირისპირება სახელდება.

მეზობლები ჰყვებიან, რომ შვილი, რომლის ქმარიც ამჟამად პატიმრობაშია, მშობლებს ორსულობას უმალავდა. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მამამ ქალიშვილის ორსულობის შესახებ შეიტყო, მას აბორტის გაკეთება მოსთხოვა, თუმცა, მან შვილის გაჩენა მაინც გადაწყვიტა, რაც მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამამ ქალიშვილთა ჩხუბი წამოიწყო და მას ბავშვის სახლიდან მოშორება მოსთხოვა. ჩხუბის დროს ბაბუამ ერთი თვის ჩვილი ეზოში, მიწაზე დააგდო, რის შედეგადაც ბავშვმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტს სამართალდამცველები იძიებენ.

კომენტარი