სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

News.ge-მ ზურა პირველთან, იგივე ვულკან ბოგრეშელთან ინტერვიუ ჩაწერა (ვიდეო)

მგოსანი ვულკან ბოგრეშელი სოციალურ ქსელებში თებერვლის ბოლოს გამოჩნდა და პირველივე დღეებში პოპულარული გახდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები არ იშურებდნენ როგორც დადებით, ისე უარყოფით გამოხმაურებებს. დიდ ნაწილს მოსწონს და ახალისებს ვულკანბოგრეშელი. თუმცა, არიან „იუზერები“, ვისთვისაც მგოსანი ვულკანის ლექსები ან მიუღებელი იყო ან გიჟად მიიჩნევდა მას.

news.ge “სკაიპით” დაუკავშირდა ვულკან ბოგრეშელს, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელ მსახიობს - ზურა პირველს. ის პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს უკვე მე-7 წელია - თამაშობს სპექტაკლებს, ასწავლის სტუდენტებს მსახიობის ხელოვნებას. ასევე, დააარსა საკუთარი - "არამსახიობთა თეატრი", რომლის კასტინგებიც ორიოდ კვირაში იწყება.

როგორც თავად ამბობს, ვულკან ბოგრეშელის შექმნის მიზანი არ ჰქონია და დასვენების დღეებში მხოლოდ გაერთო. თუმცა, ეს გართობა ხალხმა აიტაცა და ბევრი დადებითი გამოხმაურებაც ხვდა წილად. ზურა პირველს გული იმ უარყოფით კომენტარებზე წყდება, სადაც მას გიჟს უწოდებენ და აგინებენ. ამაზე მის აზრს თავად ვიდეოში მოისმენთ.

ინტერვიუ შეეხება შემდეგ საკითხებს - ვინ არის ზურა პირველი, რას საქმიანობს, საიდან გაჩნდნენ ვულკანი და მერი, თუ აქვთ რამე საერთო ვულკან ბოგრეშელს და ზურა პირველს ერთმანეთთან. ასევე, თუ ჰგვანან ვულკანი და მერი მის აქამდე შესრულებულ როლებს. მსახიობი თავის და ვულკან ბოგრეშელის მომავალ გეგმებზეც საუბრობს.

ინტერვიუ და ვიდეო news.ge-ზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100