სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში ქართველებმა ამერიკელ ჯარისკაცს დუტუ მეგრელის ლექსი ასწავლეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელ „იუთუბზე“ დღეს გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ავღანეთშია გადაღებული. კადრში ჩანს ქართველი და ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ჯავშანმანქანაში იმყოფებიან. ისინი, სავარაუდოდ, დავალებაზე გასვლის ბრძანების მოლოდინში არიან ან ისვენებენ.

ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ საზღვაო ქვეითს ქართულად ლექსის წარმოთქმას სთხოვენ და ისიც თითქმის შეუცდომლად, ამერიკული აქცენტით ამბობს დუტუ მეგრელის ცნობილი ლექსის პირველ სტროფს, შემდეგ კი რამდენიმე, კერძო საუბარში პოპულარულ ქართულ ფრაზასაც ურთავს და ვიდეორგოლის ორიგინალში იყენებს არანორმატიულ ლექსიკას.

როგორც ვიდეორგოლზე მითითებული წარწერა გვამცნობს, კადრები პორტალმა geoarmy.ge-მ მოიპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100