სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა შარტავა: „ნინო ბურჯანაძე არის ნული“

ლევან გაჩეჩილაძე: „ბურჯანაძე ვისი ტიკი-ტომარაა საერთოდ? მე თუ მკითხავთ, ეგ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა ყველა უბედურებისა და ამასთან ერთად, მატყუარაა“.
შალვა ნათელაშვილი: „რის მარგარეტ ტეტჩერი, კაცო? ერთი მე ვარ ალექსანდრე მაკედონელი და მეორეც – ბურჯანაძე – ტეტჩერი. ტეტჩერმა არ გაიგოს ნეტა, ბურჯანაძე რომ ედრება, ისედაც მოხუცდა ქალი და გული არ გაუსკდეს! ბურჯანაძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, ციხეში უნდა იჯდეს ახლა“.

დავით საგანელიძე: „ნინო ბურჯანაძე ვერასდროს იქნება დამოუკიდებელი და სოლიდური პოლიტიკოსი. ეს ქალი რაც ქართულ პოლიტიკაშია, მუდამ სხვისი საქმეების მიფუჩეჩებაშია. თუმცა სხვაზე ნაკლებს არც თვითონ აფუჭებს, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მოვა დრო და მაგის სასამართლო პროცესის მომსწრენიც გავხდებით“.

კახა კუკავა: „ბურჯანაძეებმა ქართველი ხალხი ძარცვეს წლების მანძილზე, გაატყავეს... რა ნამუსით ლაპარაკობს ბურჯანაძე ოპოზიციაზე. ნამუსი რომ ჰქონდეს, კარგა ხნის წასული უნდა იყოს პოლიტიკიდან“.

ლევან გაჩეჩილაძე: „ბურჯანაძე ვისი ტიკი-ტომარაა საერთოდ? მე თუ მკითხავთ, ეგ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა ყველა უბედურებისა და ამასთან ერთად, მატყუარაა. ქალი და მატყუარა კი საშინელებაა, გინდა პოლიტიკოსი იყოს და რაც გინდა ის იყოს“.

ლელიკო ჯაფარიძე: „შევარცხვინე ის ოპოზიცია, ნინო ბურჯანაძეს გვერდით რომ დაიყენებს. რა ვიცი, ჯერ თავები დაიხოცეს შიმშილით – ბურჯანაძე გადადგესო და ახლა გახდა ანგელოზი? ბურჯანაძე ისეთი ვერაგია, ამათაც გამოიყენებს ოპოზიციაში თავის დასამკვიდრებლად და მერე მოუსავლეთში მოისვრის, როგორც არაერთხელ უქნია. ღირსებიც იქნებიან!“
დავით გამყრელიძე: „ოქრუაშვილსაც, ნოღაიდელსაც და ბურჯანაძესაც რევანში უფრო ამოძრავებთ და მზად არიან, ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნდნენ. მათთან საერთო არაფერი მაქვს“.

თემურ შაშიაშვილი: „დადიან ბურჯანაძე და მისი ხალხი ქუთაისში და ხალხს ფულს ურიგებენ – ხმებს ასე ყიდულობენ. შევარცხვინე ის ქუთაისელი, 20 ლარის საფასურად ხმას ბურჯანაძეს რომ მისცემს. ისე კი, ის ფული უნდა აიღონ, რადგან ანზორ ბურჯანაძემ, თავის დროზე, ამ ხალხს ამოაცალა ჯიბიდან, მოჰპარა უსინდისოდ, ხმა კი, ვინც ღირსეულია, იმას მისცენ“.

ზვიად ძიძიგური: „ბურჯანაძე არის სათამაშო. საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარე არა ჰყავს!“

გუბაზ სანიკიძე: „ბურჯანაძემ ჯერ პასუხი აგოს თავის დანაშაულებებზე და მერე იოპოზიციონეროს. რა, პოლიტიკურ ღირებულებებზე მოუვიდა უთანხმოება „ნაცმოძრაობის“ მმართველ გუნდთან და იმიტომ გადაბარგდა ოპოზიციაში? თავისი ხალხი რომ ჩაესვა საპარლამენტო სიაში, ვინც უნდოდა და რამდენიც უნდოდა, მაშინ ხომ აღარ უკრავდა, უკაცრავად და, წიხლს იმ სიას და დარჩებოდა? უბრალოდ, სააკაშვილთან სარფიანად ვერ ივაჭრა ბურჯანაძემ და ამიტომ გაოპოზიციონერდა, თორემ თავისი რომ გაეტანა, არჩევნებსაც ეგ ჩაატარებდა და პირველი ეგ იყვირებდა – ამაზე დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოშიო. აი, ასეთი ხალხი რომ ოპოზიციონერის სახელს ეფარება, ამიტომაა ჩვენი საქმე კარგად...“

შალვა ნათელაშვილი: „უნამუსო ვიყო, ნინო ბურჯანაძეს უკანასკნელ თეთრამდე თუ არ მოვატანინო თავისი, მამამისისა და ბადრი ბიწაძის ნაპარავი მილიონები“.

მანანა ნაჭყებია: „მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ქალბატონი ბურჯანაძე, უბრალოდ, არაადამიანურად იქცევა“.

გიორგი გუგავა: „ნინო ბურჯანაძე არის ჩვეულებრივი აფერისტი, წარბი არ შეუტოკდება, ისე იტყვის თეთრზე – შავიაო“.

გია თორთლაძე: „ბურჯანაძე უფუნქციოდ არის დარჩენილი და ლაპარაკის მეტი რაღა დარჩენია? არადა, მის ადგილას თავმოყვარე ადამიანს ხმა არ ამოეღება. ერთი გაზეთი არ ეყოფა იმის ჩამოთვლას, რაც მაგას დანაშაული აქვს ჩადენილი“.

ბეჟან გუნავა: „ბურჯანაძე არის კრიმინალი, პოლიტიკური დამნაშავე ხომ არის და არაერთი პოლიტიკური სახის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამას გარდა, ჩვეულებრივი კრიმინალია, ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა, არა მგონია, პოლიტიკური დანაშაული იყოს“.

კახა შარტავა: „ნინო ბურჯანაძე არის ნული. მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც „ნულით“ უნდა შევაფასოთ. ეს არ არის მარტო ჩემი მოსაზრება, ხალხი ასე ფიქრობს“.

კახა ძაგანია: „ბურჯანაძეს რა ენაღვლება გაზი გაძვირდება, თუ ელექტროენერგია? იმდენი აქვთ ბიუჯეტიდან მოპარული, გადახდის პრობლემა არ ექნება. ისე, არც ის გამიკვირდება, „ლევი“ ხაზები ჰქონდეს შეყვანილი და დენს და გაზს იპარავდეს. მაგ ოჯახში ხომ ყველა სრულწლოვანი ბიუჯეტიდან რაღაცის მოპარვაშია გაწაფული“.

შალვა ნათელაშვილი: „ბურჯანაძეები სახლში არ შეიშვებიან. მაგიდაზე პურის ფული რომ გედოს და წამით თვალი მოაცილო, აგწაპნიან“.

დავით გამყრელიძე: „კი მაგრამ, ბურჯანაძეს ღმერთის არ ეშინია? ამდენ სიბინძურეს რომ სჩადის და ყოველდღე ახალ დანაშაულს იკიდებს ზურგზე, ამაზე მოეთხოვება პასუხი. თუმცა მანამდე ქართველი ხალხი ამ ყველაფერზე მოსთხოვს პასუხს. მისი საქციელი არის ამაზრზენი. ძალიან მწარედ მოუწევს პასუხისმგებლობა“.
გუბაზ სანიკიძე: „ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით გააბახა საარჩევნო კოდექსი ამ პარლამენტმა. ბურჯანაძე ცოტა უფრო შორსმჭვრეტელი მეგონა. დიდი ეჭვი მაქვს, ხვალ-ზეგ მაგასაც მოისვრიან ხელისუფლებიდან და თუ ოპოზიციაში წავა, რა უნდა ქნას? თავისი ხელით დიდი ძალისხმევით გადაკეთებულ-გადმოკეთებულ საარჩევნო კოდექსზე იტყვის, არ ვარგაო?“

რეზო მიშველაძე: „ბურჯანაძის ერთი სიტყვა არ დაიჯერება. როცა მამამისის ქონების დასაცავად იბრძოდა, მაშინ კარგად ახერხებდა თავისი პოზიციების დაცვას, თავისი ინტერესების გატანას, როცა უნივერსიტეტის დარბევის, მწერალთა სასახლისა და გამომცემლობა „სამშობლოს“ ჩამორთმევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საკითხები წყდებოდა, რაღა მაშინ ვერ ერეოდა გიგა ბოკერიას და გივი თარგამაძეს? სათავისოს ყველას ერეოდა“.

ირინა სარიშვილი: „ვინ – ბურჯანაძემ უნდა დაამყაროს დემოკრატია? ოლიგარქის შვილი დემოკრატიას დაამყარებს? რაც არის, ისიც არ დაანგრიოს და დააქციოს...“

ნესტან კირთაძე: „ნინო ბურჯანაძე მე მოვიყვანე პოლიტიკაში და მადლობას ზურაბ ჟვანიას უხდის ამის გამო. არაფერში მჭირდება მისი მადლობა, მაგრამ რატომ იტყუება?“
სოსო შატბერაშვილი: „ბურჯანაძეს თუ ნამუსი აქვს, გაყიდოს ის აგარაკი, წყნეთში რომ აჩუქეს, გაყიდოს და გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგოს ის ფული. მილიონებზეა ლაპარაკი და ასეულობით ოჯახი ამოისუნთქებს. რა, სახლი აკლია, აგარაკი თუ ქონება? მაგრამ არ იზამს, დამიჯერეთ, მითხრეს, იმ აგარაკზე რემონტი დაუწყიაო. მაგას რომ უთხრა, აჰა, მთელი ქვეყანა შენი იყოსო, თვალს არ დაახამხამებს, მადლობას არ იტყვის, ისე შეიფერებს ყველაფერს“.

შალვა ნათელაშვილი: „სიხარბე ბურჯანაძეების გენეტიკური დაავადებაა _ მამასაც და შვილსაც ეგ ავადმყოფობა სჭირთ. ამდენად, სახეზეა დაავადებების კლინიკური ნიშნები და ნინო და ანზორ ბურჯანაძეები მკურნალობას ექვემდებარებიან, თანაც, სასწრაფოდ. ჰო, ჰო, არ ვხუმრობ, ეგრეა და თან თანამედროვე მედიცინა ისეა განვითარებული, ამ გენეტიკურ დაავადებებს კურნავენ. ეგენიც დაისვენებენ და ის ხალხიც, ვისაც დღეის იქით მილიონები უნდა მოჰპარონ“.

მამუკა კაციტაძე: „ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას კი არა, ხალხის ნებას ებრძვის და ეს ხალხი გამოუყვანს წირვას“.

სალომე ზურაბიშვილი: „ბურჯანაძე არის მოძალადე. ნორმალური პოლიტიკოსი არ შეიძლება ასე ძალადობდეს კონსტიტუციაზე, საარჩევნო კოდექსზე. ხელისუფლებაში მალე მოვა ახალი გუნდი, სადაც ბურჯანაძისნაირების ადგილი არ იქნება“.

ანზორ აბრალავა: „ნინო ბურჯანაძე არის სახელმწიფო ქონების ქურდის ქალიშვილი. მამა ისვენებს და ახლა შვილი და სიძე იპარავენ“.

თამაზ ვაშაძე: „ნინო ბურჯანაძე არის შევარდნაძის ძმაკაცისა და ხაზინადარის, ანზორ ბურჯანაძის მხოლოდშობილი ასული, რომელსაც პოლიტიკოსობას აბრალებენ, სინამდვილეში კი, მამამისის ნაპარავი ქონებით და გავლენით დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100