აშშ–ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი სამჯერ შეხვდა უცხოპლანეტელებს

აშშ–ის 34–ე პრეზიდენტი ეიზენჰაუერი არაერთხელ შეხვედრია უცხოპლანეტელებს – აღიარა აშშ–ის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა, ცნობილმა ბრიტანელმა სწავლულმა–უფოლოგმა ტიმოთი გუდმა.

მისი აღიარება ნამდვილ სენსაციად იქცა. ტიმოთი გუდის მტკიცებით, ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს, 1953–64 წლებში ეიზენჰაუერი არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებს ნიუ–მექსიკოში მდებარე საიდუმლო ავიაბაზეზე მინიმუმ, სამჯერ შეხვდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ტელეპათიური მეთოდის მეშვეობით უცხოპლანეტელბთან კონტაქტზე გასვლა შესძლეს. გუდის თქმით, ამ კონტაქტს უამრავი მოწმეც ჰყავდა.

გუდის აცხადებს, რომ ამ შეხვედრების დროს, სადაც უცხოპლანეტელებს საკმაოდ მშვიდად ეჭირათ თავი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მათ შორის გარკვეული შეთანხმებებიც გაფორმდა, რომელთა შინაარსი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

კომენტარი