სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებულ-მოწონებულ-დაფინანსებული „მენცარები“?

„მაესტროზე“ გასული ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ-მონოლოგის დროს, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ინტერვიუ, ალბათ, ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება, რომ მილიარდერმა ახსენა ქართველ ფსიქოანალისტიკოსთა წარმატებული ჯგუფი, სახელწოდებით „მენცარი“.

„მენცარი“ მეგრულ ენაში დღემდე შემორჩენილი სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით - მეცნიერს, გულთამხილავს, გულთმისანს ნიშნავს. სიტყვა ასევე შემორჩენილია სვანურში. ჯგუფ „მენცარს“ საკუთარი ვებ-გვერდიც აქვს, რომლისთვისაც თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რათა საოცრად ზუსტი მსგავსება დაინახო მათ მსჯელობას, მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ ივანიშვილისეულ ანალიზსა და ამ „მენცართა“ პოზიციას შორის, თვით მილიარდერის საყვარელი ქართველი პოეტის - ნიკოლოზ ბარათაშვილის ციტატების ჩათვლით, რომელიც ივანიშვილს ხანდახან ავიწყდება კიდეც.

„ჩემი მეგობრები, ძალიან სერიოზული ჯგუფი“ - ასე მოიხსენია ბიძინა ივანიშვილმა „მენცარი“ გადაცემაში. „ტაბულამ“ სცადა, ამ ჯგუფის საქმიანობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მოეკვლია და ამ თემაზე სიუჟეტიც მოამზადა. საინტერესოა, რომ ჯგუფის თანადამფუძნებელი, ანუ, ერთ-ერთი მთავარი ქართველი „მენცარი“ გივი მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს „საოცრად კეთილ ადამიანს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მილიარდერმა ჯგუფი მხოლოდ მას შემდეგ დააფინანსა, რაც მკურნალობის კონკრეტული შედეგები დაინახა.

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი მკურნალობის იმ კონკრეტულ შედეგებს და იმასაც, რას მიიჩნევენ ფსიქოთერაპიული ცენტრის „მენცარები“ დაავადებად, რომელიც ფსიქოათერაპიულ მკურნალობას ექვემდებარება.

არც მეტი, არც ნაკლები, ასეთ „დაავადებებს“ შორის ხვდებიან შიდსი და... სექსუალური ორიენტაცია. გივი მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ შიდსი ვირუსული დაავადება არ არის:

გივი მერაბიშვილი, „მენცარისთანადამფინანსებელი: „შიდსი არავითარ შემთხვევაში არ არის ვირუსული დაავადება. მაგალითად, ჩვენ გვყავდა ცოლ-ქმარი, რომლებიც ავიყვანეთ და ვუმკურნალეთ. აღმოჩნდა, რომ ორივე იყო ძალიან ძლიერი ნევრასტიკი. და ეს მკურნალობა რომ ჩავუტარეთ, მივიღეთ შედეგი. მთავარი ისაა, რომელი რომელს განსაზღვრავს: იმის გამო, რომ სხეულებრივი დაავადება ჰქონდა, მიიღო ფსიქიკური ტრამვა თუ პირიქით? პირიქით არის...“.

რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, მაგალითად, ლესბოსელებთან მიმართებაში იგივე „მენცარი“ ასეთ თეორიას აყალიბებს:

„ვთქვათ, წესიერი ქალია, ოჯახის ქალია, მაგრამ ქმართან ურთიერთობა უჭირს. და მერე აზრი მიდის იქითკენ, რომ იქნებ, ქალებთან უფრო მესიამოვნოსო...“

გეი-წყვილებთან დაკავშირებით, „მენცარის“ გამოცდილება არანაკლებ „მდიდარია“:

„ჩვენ გვყავდა ჰოლანდიელი „წყვილი“ - მამაკაცები იყვნენ, რომლებიც თავიდან არ იყვნენ ჰომოსექსუალები, მაგრამ უჭირდათ ქალებთან ურთიერთობა. და შემდეგ გადაწყვიტეს რომ, როგორც თვითონ თქვეს, კაცები უნდა ყოფილიყვნენ ერთად. ეს ნევროზული დამოკიდებულება და ფიქრები იმდენად საზიზღარია, რომ ისინი (ალბათ, ცენტრის პაციენტებს გულისხმობს. - ..) ამ ფიქრებს ებრძოდნენ და ბოლოს თქვეს - ჯანდაბას, ასე არ ვიყო და გავაკეთებ... დაახლოებით ისეა, რომ თუ კაცი ფიქრობს, ვიღაცას მოვკლავო, ურჩევნია მოკლას - იქნებ დავისვენოო...“

წყაროები:

"ტაბულას" სიუჟეტი

"მენცარის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი დიალოგი-ფსიქოანალიზი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100