სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი ნახევარმილიონიან დელფინებს გლოვობს?!

ერთ-ერთი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს საყვარელი დელფინები მოუკვდა. მილიარდერს საყვარელი წყლის ქმნილებების სიკვდილი მძიმედ გადაუტანია, რადგან ნახევარმილიონიან დელფინებთან ქართველი ოლიგარქი ადამიანებზე მეტად ყოფილა დაახლოებული. თავად მილიარდერს სახელებიც თავად შეურქმევია: ციცია და ცნობილი ფეხბურთელის საპატივსაცემოდ – მესი.

სულ რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქის დელფინები ცუდად გამხდარან და მათთვის ვეტერინარებს ვერაფერი უშველიათ. დელფინები ზოგადად, საერთაშორისო კანონმდებლობითა და გაეროს კონვენციებით დაცული ცხოველებია და საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. მაგალითად, ბათუმის დელფინარიუმისთვის გაწეული 10 მილიონიანი ხარჯიდან საკმაოდ დიდი ნაწილი თავად დელფინების შესყიდვაზე დაიხარჯა.

ამას გარდა, აკრძალულია შავ ზღვაში არსებული სამი სახეობის დელფინის დაკავება და მათი გადაყვანა ასეთ დელფინარიუმებში. ეს შავი ზღვის დელფინის სახეობა აფალინაა, რომელიც გადაშენების პირას იმყოფება და მას საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად აკობამის საერთაშორისო კონვენციაც იცავს.

ხმელთაშუა ზღვებისა და ატლანტიკის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ კონვენციის თანახმად, მისმა მფლობელმა უნდა დაამტკიცოს, რომ დელფინები კანონიერი გზითაა შეძენილი. თუმცა სენეგალში, შავ ბაზარზე მათი ყიდვა 20 -30 000 დოლარადაცაა შესაძლებელი, მაგრამ ამ დელფინების ტრანსპორტირება ძვირი ჯდება და თანაც ასეთი დელფინები აქაურ გარემო პირობებს ვერ ეგეუბიან.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურიდან ჯერ ირაკლი ტრიპოლსკისთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა მას, მთელი დღის განმავლობაში გამორთული ჰქონდა ტელეფონი, ხოლო ეკა ბესელია ზარებს არ პასუხობდა.

ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოს უფროსს, ნონა ყანდიაშვილს დავუკავშირდით:

- ქალბატონო ნონა, როგორც შევიტყეთ, ბატონ ბიძინას დელფინები მოუკვდა. თუ ხართ საქმის კურსში?..

- უკაცრავად, არ გაძლევთ კომენტარს.

აი ასე მარტივად – ან არ პასუხობენ, ან პასუხობენ სწორედ ისე, როგორც ქალბატონმა ნონამ გვიპასუხა, მერე კი უკვირთ, მეორე მხარის პოზიცია რატომ არ ჩანსო. ან იქნებ, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, საზოგადოებას არ აინტერესებს, რამდენს იხდის დელფინებში პიროვნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრობა სურს (როგორც მინიმუმ), თუნდაც საკუთარი ჯიბიდან?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100