სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრო ბონო პროექტი - „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად

კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, სხვებისსაქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს.

„სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ წევრი ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარებაზე ამჯერად „თეგეტა ჰოლდინგმა“ იზრუნა. პროექტის ფარგლებშისოციალურ მეწარმეებს, კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ჩაუტარდათ ექსპრეს კურსებისოციალურ მედია მენეჯმენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პროექტის მიზანიმეწარმეების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაა, შემდგომში თავიანთი საქმიანობის ეფექტურად სამართავად.

სოციალურ საწარმოთა ალიანსი, რომელიც საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს, 2016 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სფეროს განვითარებას. როგორც ალიანსში აცხადებენ, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კერძოკომპანიების მხარდაჭერა.


სალომე კუსიანი, ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი:„სოციალური მეწარმეები ძირითადად არასამთავრობო სექტორში „დაბადებული“ მეწარმეები არიან, შესაბამისად, ბიზნეს მიმართულებებით სხვადასხვა უნარების გაძლიერება და დახვეწა მნიშვნელოვანია. პრო ბონო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც თითოეული მიმართულებით სფეროს პროფესიონალებს აერთიანებენ.

ასე დავმეგობრდით „თეგეტა ჰოლდინგთან“და განვახორციელეთ პირველი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ზაფხულში დაიწყო და ორ ეტაპად ჩატარდა. ექსპრეს კურსების თემები წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, სოციალური მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სოციალური საწარმოების გაძლიერებას, განვითარებას და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას. ესთავის მხრივ, გარემოსა თუ საზოგადოებაზე უფრო მეტ დადებით სოციალურ გავლენასნიშნავს. ვფიქრობ, როგორც ჩვენთვის, ასევე „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საინტერესო გამოცდილება იყო ამ პროექტის განხორციელება და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.“ -

პროექტის პირველი ეტაპი 2022 წლის ზაფხულში შედგა, რომლის ფარგლებში სოციალური მედიამენეჯმენტის ექსპრეს კურსი ჩატარდა. მეორე ეტაპი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს მოიცავდა, შემოდგომაზე განხორციელდა.


ნინო გელაშვილი, სოციალური საწარმო „დადარი“-ის გაყიდვების მენეჯერი: „ჩვენს სოციალურ საწარმოში, რომელშიც შრომითი ინტეგრაციის სივრცეა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ვქმნით ხის სათამაშოებს და ნაკეთობებს, რაც ბავშვებს ეხმარება წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. კურსები კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის ახალი ცოდნისმიღების თვალსაზრისით. ლექტორების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა სწორად და ეფექტურად წარმოგვეჩინა ჩვენი ორგანიზაცია. „დადარი“-ის გვერდი სოციალურ ქსელში უკვე განვაახლეთ და ვცდილობთ, ყოველი ახალი კომუნიკაცია სწორი არხითა და ფორმით წარვმართოთ.“

პრო ბონო პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია ხორბალაძემ 30-მდე სოციალურ მეწარმეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრეს კურსი ჩაუტარა, რომელიც 1,5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოველკვირეულმა შეხვედრებმა ჯამში 12 სამუშაო საათი მოიცვა. სოციალური მედიის მოკლე კურსს, რეკლამირების მიმართულებითთეგეტას ციფრული რეკლამირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემო კვინიკაძე და ციფრული რეკლამირების მენეჯერი ქეთევან ასლანიშვილი უძღვებოდნენ. ასევე სოციალური მედიის მიმართულებით 4 შეხვედრა „თეგეტა ჰოლდინგის“ სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელმა, მაია გულისაშვილმა ჩაატარა. სესიები 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სოციალურ მეწარმეებს თეგეტას თანამშრომლები 30 სამუშაო საათის განმავლობაში უზიარებდნენ გამოცდილებას.

ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:„გვიხარია, რომ „სოციალურ საწარმოთა ალიანსთან“ თანამშრომლობით მოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ჩვენი გუნდის წევრები სიამოვნებით ჩაერთნენ პრო ბონო პროექტში და ამ გზით, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა.“


პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-მდე სოციალურმა მეწარმემ გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრეს კურსები.

--

„თეგეტა ჰოლდინგის" შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვის-ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100