სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანამ ზარი დარეკავს - მოასწარი ყველაფერი Veli.store-თან ერთად

სასწავლო წლისთვის მზადება ყველა ბავშვის თუ მშობლისთვის ამაღელვებელი პერიოდია. ზღვა ემოციებსა და მოლოდინებს საყიდლების გრძელი სია ახლავს, რომლის ნივთები ბევრ სხვადასხვა მაღაზიაშია განაწილებული, მათი ერთ სივრცეში თავმოყრა კი Veli.store-მა უზრუნველყო.

არ აქვს მნიშვნელობა შენი ოჯახი ბაღისთვის ემზადება, სკოლისთვის, თუ უბრალოდ ახალი სასწავლო წლისთვის ველიზე ყველა საჭირო ნივთს იპოვი. საყიდლების შერჩევის პროცესში კი თავად ბავშვების ჩართვაც მარტივად შეგიძლია, რადგან საკმაოდ ცხელ დღეებში სხვადასხვა მაღაზიაში სიარული არ მოგიწევთ და ამ ყველაფერს სავარძელში მოკალათებულები შეარჩევთ.

VELIi.store-ის მისია პირველივე დღიდან ყოველდღიურობის გამარტივებაა. ახლა კი, სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ფუსფუსის კომფორტულ და ბავშვებთან ერთად დასამახსოვრებელ საერთო აქტივობად ქცევა დავისახეთ მიზნად. “სანამ ზარი დარეკავს” ველიზე ყველა ნივთს იპოვი, რაც გჭირდება” - მარიამ ცანავა, VELI.store-ის ბრენდ ლიდი

ბავშვების ამ პროცესებში ჩართვით, მათ სასწავლო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებ, რადგან თავიანთი გემოვნებით შერჩეულ ნივთებს გამორჩეული მოტივაციით ატარებენ ჩანთებით.

VELI.store-ზე იპოვი ყველაფერს, რაც მოეწონება და მის ყოველდღიურობას უფრო პრაქტიკულს გახდის.

ზურგჩანთები, რომლებიც ყოველ დილით ამაღლებულ განწყობას შეუქმნის და თან წიგნებისა თუ რვეულების კომფორტულად ტარების შესაძლებლობასაც მისცემს. აქვეა Პენლებიც, ორგანიზებულობისა და მეტი სიფერადისთვის.

ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლომასტერები, საღებავები თუ პასტელები - ყველაფერი იმისთვის, რომ გამოავლინოს საკუთარი წარმოსახვის უნარი და ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები შექმნას. ამ პროცესებს სრულყოფილს მაღალი ხარისხის რვეულები, სახატავი ალბომები და ფურცლები გახდის, რომლებსაც აუცილებლად წლების განმავლობაში შეინახავ.

არ დაგვავიწყდეს ბოთლები და ფერადი ლანჩბოქსები, რომლებიც ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს, მაგრამ შესვენებისთვის საკმარის საკვებს აუცილებლად დაიტევს.

თუ სამსახურში ატარებ მთელ დღეს და გეგონა, რომ სასკოლო ციებ ცხელებისას დასვენების დრო არ დაგრჩებოდა, ველის დახმარებით შეგიძლია ვებგვერდზე საჭირო ნივთების შერჩევას მხოლოდ ერთი საღამო დაუთმო, ყველაფერი კი შენ მიერ არჩეულ დროის ინტერვალში კართან იქნება. მეტი კომფორტისთვის, Veli.store-დან მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. თბილისსა და მის გარშემო 13 ლოკაციაზე კი შენაძენს საშუალოდ 3 საათში მიიღებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100