სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BBC-ის ანიმაციამ ბავშვთა სექსუალური აღზრდის შესახებ კრიტიკა გამოიწვია

პოპულარული ბრიტანული ტელეარხის მიერ 9 წლის ასაკის ბავშვების სექსუალური აღზრდის მიზნით შემუშავებული ანიმაცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, მიიჩნიეს რა, რომ მულტიპლიკაციური ვიდეორგოლი უფრო უხამსი შინაარსისაა, ვიდრე საგანმანათლებლო. ვიდეორგოლი 9-დან 11 წლის ასაკამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი და რამდენიმე ციკლადაა დაყოფილი. ის ბავშვებს ზრდის პროცესზე, ზოგადად, ცხოვრებაზე, გრძნობებზე, ოჯახურ ცხოვრებასა და მეგობრობაზე უამბობს.

ვიდეორგოლის ორი გმირი სექსუალური აქტითაა დაკავებული, ხოლო ანიმაციას თან ახლავს მათი მოქმედებისა და აქტში ჩართული სხეულის ნაწილების გრაფიკული აღწერილობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100