სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის ციფრული ბანკი მომხმარებელს თანხის გადარიცხვის გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზეა მორგებული და ზოგავს მის დროს.

დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა ძალიან მარტივია და ამისათვის მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი, რამდენიმე წამი სჭირდება.

თანხის მობაილბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა:

· გადარიცხვების მენიუდან მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს;

· შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი;

· მიუთითოს სასურველი თანხა და ვალუტა და შეასრულოს გადარიცხვა.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, ცოტა ხნის წინ, თიბისის ციფრულ ბანკს თანხის გადარიცხვის კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა. უკვე შესაძლებელია სასურველი ანგარიშის ნომრის დასკანერება ან ფოტოს ატვირთვა, რაც ანგარიშის ნომრის აკრეფვას და ხელით შეყვანა აღარ საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადარიცხვის მენიუში, მომხმარებელმა ზედა მარჯვენა კუთხეში QR-ის დასკანერების ღილაკს უნდა დააჭიროს, დაასკანეროს ანგარიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიჰყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ და მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციურ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ“, - თეა კობახიძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ასოცირებული პარტნიორი.

მარტივი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: მარტივი გადარიცხვები | TBC Mobile Banking (tbconline.ge)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100