სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუცურდა ფეხი და გადავარდა ადუღებულ წყალში...სულ ვმუშაობთ, არც ახალი წელია, არც აღდგომა - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

რუსთავის ქარხანა "რუსელოისში" გარდაცვლილი მუშის თანამშრომლები ყვებიან, რომ 44 წლის კაცი საწარმოში წლების განმავლობაში მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა კი გუშინ დაახლოებით 6 საათზე მოხდა.

მათივე თქმით, მიზეზი რის გამოც მათ თანამშრომელს ფეხი დაუცდა და ცხელი წყლის რეზერვუარში ჩავარდა, ორთქლი და ცუდი ხილვადობაა.

"დაუცურდა ფეხი და გადავარდა ადუღებულ წყალში, ვეღარ დაინახა. იქ ორთქლი ამოდის, ვეღარ დაინახა თვალით და ჩავარდა. დილის სმენაა თუ ღამე, სულ ვმუშაობთ, არც ახალი წელია, არც აღდგომა. ​მთელი ბრიგადა იქ ყოფილა, დაიწვა კაცი, ვეღარ ამოიყვანეს",- ამბობს მუშა.

საწარმოს დირექტორი, ბიძინა მინდელი ამბობს, რომ საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. მინდელის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა.

"იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, მარტო იყო, მაგრამ დანარჩენ ადგილებზე, რა თქმა უნდა, თანამშრომლები იყვნენ. გაურკვეველი ვითარება არის, გარკვეული არაფერი არ არის ამ ეტაპზე, რაღაც უბედურება მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. სამუშაო ადგილი, ის კონკრეტული არ არის მაგ ადამიანის, მაგრამ არ ვიცი რატომ და როგორ მოხდა, ყველაფერი გაირკვევა",- ამბობს მინდელი.

გარდაცვლილი მუშის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 44 წლის კაცის ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100