სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საინტერესო ფაქტები დინამიკების შესახებ

დინამიკი არის ელექტროაკუსტიკური გადამყვანი, ანუ მოწყობილობა, რომელიც ელექტრ აუდიო სიგნალს, შესაბამის ხმად გარდაქმნის.

ფიზიკაში ბგერა აიხსნება, როგორც ვიბრაცია, გარემოს ნაწილაკების რხევითი მოძრაობა, რომელიც ვრცელდება აკუსტიკური ტალღების სახით აირისებრ, თხევად და მყარ გარემოში.

დინამიკები ბევრი კომპონენტისგან შედგება. მათ შორისაა: ჩარჩო, მაგნიტი, რკინის ბირთვი, ხმის ზამბარა და კონუსი. როდესაც ხმის ზამბარა აუდიო სიგნალს იღებს, კონუსის ვიბრაციის მიზნით, ის მოძრაობას იწყებს წინ და უკან, ეს კი წარმოქმნის ბგერას. კონუსი ხშირად მზადდება პლასტმასის, ქაღალდის, ალუმინის, ბოჭკოს ან რეზინისგან.

დინამიკების ოთხი ძირითადი ტიპი, რომლსაც დღეს ვხვდებით, არის ტრადიციული დინამიკები, შიდა/ჭერის დინამიკები, ხმის ზოლები და საბვუფერები. თითოეული ტიპის დინამიკი ემსახურება განსხვავებულ მიზანს და ერგება სხვადასხვა აპლიკაციას.

დინამიკის პირველი ფორმა გაჩნდა 1800-იანი წლების ბოლოს, როდესაც შეიქმნა სატელეფონო სისტემები.

1861 წელს, იოჰან ფილიპ რეისმა, ტელეფონში დაამონტაჟა ელექტრო დინამიკი, რომელსაც შეეძლო როგორც მკაფიო ტონების, ასევე, დახშული მეტყველების რეპროდუცირება.

1876 წელს, ალექსანდრე გრეჰემ ბელმა, დააპატენტა თავისი პირველი ელექტრო დინამიკი, რომელსაც მკაფიო მეტყველების რეპროდუცირება შეეძლო. მომდევნო წელს, ის ერნსტ სიმენსმა გააუმჯობესა.

1898 წელს. ჰორას შორტმა მოიპოვა პატენტი დინამიკზე, რომელიც შეკუმშული ჰაერით იმართებოდა. მას შემდეგ, რამდენიმე კომპანიამ დაიწყო ამ პრინციპით მომუშავე ხმის ჩამწერების წარმოება, რომელმაც არ გაამართლა, რადგან ჰქონდა უხარისხო ხმა და არ შეეძლო დაბალი ხმის რეპროდუცირება.

თუმცა, 1912 წელს, დადგა ის ეტაპი, როდესაც დინამიკი, მართლაც, მეტად პრაქტიკული გახდა - ნაწილობრივ, ვაკუუმური მილის ელექტრონული გაძლიერების გამო.

1920-იანი წლებისთვის მათ იყენებდნენ რადიოებში, ფონოგრაფებში, საჯარო მიმართვის სისტემებში ხმოვან ფილმებში.

დღეს, ყველაზე გავრცელებულია დინმიური ტიპის „სპიკერი“, რომელიც 1925 წელს ედვარდ W. Kellogg-მა და Chester W. Rice-მა გამოიგონეს.

1930-იან წლებში, დინამიკების მწარმოებლებმა დაიწყეს ორი - სამი დრაივერის და დრაივერთა ნაკრების გაერთიანება, რომელთაგან, თითოეული ოპტიმიზირებული იყო სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონისთვის, რათა გაეუმჯობესებინათ სიხშირეზე რეაგირება და გაეზარდათ ხმის დონე.

1937 წელს, Metro-Goldwyn-Mayer-მა, პირველმა შემოიღო კინოინდუსტრიის სტანდარტის მქონე დინამიკის ორმხრივი სისტემა: "The Shearer Horn System for Theatres".

1939 წელს, ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე, ფლაშინგი მედოუსში მდებარე კოშკზე, დამონტაჟდა ძალიან დიდი, ორმხრივი საჯარო მიმართვის სისტემა.

1943 წელს, Altec Lansing-მა წარმოადგინა “604”, რომელიც გახდა მათი ყველაზე ცნობილი კოაქსიალური დუპლექს დრაივერი. მასში კომბინირებული იყო მაღალი სიხშირის საყვირი, რომელიც აგზავნიდა ხმას 15 დიუმიანი ვუფერის (დაბალი ტონის რეპროდუქტორი) ბოძზე არსებულ ხვრელში, წერტილის წყაროსთან ახლოს მუშაობისთვის. Altec-ის დინამიკების სისტემა, სახელწოდებით "თეატრის ხმა" , პირველად 1945 წელს გაიყიდა, რაც მომხმარებელს სთავაზობდა უკეთეს თანმიმდევრულობასა და სიცხადეს, ისეთ მაღალ დონეზე, რომელიც აუცილებელია კინოთეატრებში.

1954 წელს, ედგარ ვილჩურმა, კემბრიჯში, მასაჩუსეტში, შეიმუშავა დინამიკის ახალი დიზაინი, აკუსტიკური შეყოვნების პრინციპით. ამან შესაძლებელი გახადა ბასების იმაზე უკეთესი რეაგირება, ვიდრე ადრე.

ძველ დროში, თავდაპირველად გამოშვებულ კომპიუტერებს, ჩაშენებული ჰქონდათ ბორტ დინამიკები, რომელთაც შეძლეს უამრავი სხვადასხვა სიგნალის და ბგერის გენერირება. 1981 წელს, IBM-მა გამოუშვა პირველი შიდა კომპიუტერის დინამიკი, რომელიც წარმოქმნიდა ძირითად დაბალი ხარისხის ხმას.

შემდგომში, დანართის დიზაინსა და მასალებში უწყვეტმა განვითარებამ, ხელი შეუწყო დინამიკის მნიშვნელოვან ხმოვან გაუმჯობესებას.

ყველაზე ძვირადღირებული დინამიკები მსოფლიოში - Acapella Spharon Excalibur დინამიკები ღირს $325,000 და შეიძლება დამონტაჟდეს საცხოვრებელ ოთახებში, რომელთა მინიმალური ზომაა 40 მ² (131 ფუტი²) და შედგება ორი სვეტისგან, ოთხი დიდი 15 ინჩით (38 სმ).

როგორც ხედავთ, წლების განმავლობაში დინამიკი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საწირო აუდიო მოწყობილობა, მნიშვნელოვნად შეიცვალა, ადაპტირდა, განვითარდა და დაიხვეწა. ახლა მისი მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, სხვადასხვა ფორმის და ზომის დიზაინითა და გასნხვავებული სიძლიერის მონაცემებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100