სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვსა და ომსკში ახალი წლის ღამეს უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ (ვიდეო)

რუსულ მედიაში ახალი წლის პირველ დღეებში კანტიკუნტად გაიელვა ცნობებმა იმის შესახებ, რომ მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ქალაქ ომსკში უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთი ხომალდებიდან ადევნებდნენ თვალს საახალხწლო ფეიერვერკებს და ეს ოდნავაც არ გაჰკვირვებიათ.

საიდან დაასკვნა მედიამ, რომ უცხოპლანეტელებს, რომლებიც თვალითაც არავის უნახავს, არ შეშინებიათ, ალბათ, გამოცანად დარჩება, მაგრამ ფაქტია, რომ წინასწარ საკრალურად მიჩნეულმა 2012-მა უკვე დაიწყო მოქმედება. როგორც ჩანს, იმ მანათობელ რგოლში, რომელიც, როგორც ვიდეოზე კარგად ჩანს, ახალი წლის ღამეს მართლაც გადაადგილდებოდა მოსკოვის თავზე, ომსკში კი ხუთი რგოლი ერთმანეთს ქარავნის პრინციპით მისდევდა, ვიღაცამ გაოცებული თუ არგაოცებული უცხოპლანეტელები შენიშნა.

ასეა თუ ისე, „დრონი.ჯი“ წარმოგიდგენთ როგორც მოსკოვში, ასევე ომსკში ახალი წლის ღამეს გადაღებულ ვიდეოებს, რომლებიც ინტერნეტში 2012 წლის 1 იანვარს აიტვირთა. დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ. მასალას თან ერთვის ომსკში გადაღებული ვიდეო, ხოლო მოსკოვში გამოჩენილი „უცხოპლანეტელთა ხომალდი“ შეგიძლიათ აქ ნახოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100