პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში

თეგეტა აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა. 2 წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის 11-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო. კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საქმიანობა ავტოტრანსპორტის

ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. თითოეულმა დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგანაც მიიღო.

პროფესიულ პროგრამაზეელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთებასწავლა პირველმა ნაკადმა 2019 წელს დაიწყო. კურსი დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზეა აგებული, რაც თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილის თეგეტა მოტორსთან ერთად განხორციელებას გულისხმობს.

სწავლების თეორიული ნაწილი 8 თვეს გრძელდება და კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობს. პრაქტიკული კომპონენტი კი თეგეტა მოტორსში ხორციელდება, სტაჟირება ანაზღაურებადია. პროგრამა წელიწადსა და რვა თვეს მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტები თეორიასა და პრაქტიკაში ორკომპონენტიან საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ. შედეგად კი პროგრამის მონაწილეები მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის (ელექტრომექანიკოსის) დამადასტურებელ დიპლომს იღებენ.

„2021 წლის კურსდამთავრებულები ქვეყნის მასშტაბით, პირველი ავტო მექანიკოსები არიან, რომლებმაც პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი მიიღეს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია თეგეტა აკადემიისთვის და მეორე მხრივ, პროფესიული კომპეტენციის კუთხით დიდი პასუხისმგებლობაა სისტემურ დონეზე. თეგეტა ჰოლდინგის, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. თეგეტა აკადემია არ შემოიფარგლება მხოლოდ სწავლების პროცესით და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაში უწყობს ხელს. წლევანდელი კურსდამთავრებულებთან ცხრას უკვე აქვს დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისაგან“, - ნინო ოხანაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

თეგეტა აკადემიათეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით, საგანამანათლებო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა.

მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.

კომენტარი