"მამა, მაგათი სულები აქ არიან, ეს ამბავი პარასკევს მოხდაო და ყოველ პარასკევს მივიდეთო" - ბათუმის სულისშემძვრელი ტრაგედიის მამები (ვიდეო)

ამ ტრაგედიის შემდეგ ბათუმშიც მიჭირს ცხოვრება, – ამის შესახებ გია შომახიამ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მან მეუღლე და შვილი დაკარგა.

„ყველაფერს ნიკუშას ვეკითხები, ბავშვზე ვარ დამოკიდებული და ყველაფერს ვითვალისწინებ. მამა, მაგათი სულები აქ არიან და მე ვერ დავტოვებ ამ ქალაქსო. ინგლისურზე დადის ბავშვი, საღამოს 9-ზე სრულდება გაკვეთილი და როცა წამოსაყვანად მივედი, მითხრა იქ მივიდეთ, ნანგრევებთანო. რა იყო ნიკა მეთქი, ვკითხე და ეს ამბავი პარასკევს მოხდაო და ყოველ პარასკევს მივიდეთო მითხრა,“- ამბობს შომახია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.

კომენტარი