სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალხო დამცველს მალე ერთგულების ფიცის დაცვა მოუწევს: გიორგი ტუღუში ცოლს ირთავს

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშისა და „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის – სოფო ბალავაძის ურთიერთობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. როგორც ჩანს, ეს წყვილი ახალი წლის დადგომას მოუთმენლად ელოდება – ორივეს მეგობრები ირწმუნებიან, რომ 2012 წელს სოფო და გიორგი დაქორწინდებიან. მათმა ურთიერთობამ უკვე ოფიციალური სტატუსი მიიღო, რაც მეგობრებს ძალიან ახარებთ – ისინი კარგა ხანია, ამ წყვილს გულშემატკივრობენ.

გიორგი ტუღუშისა და სოფო ბალავაძის რომანის შესახებ, რასაკვირველია, პირველმა „პრაიმტაიმმა“ დაწერა და ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა რომანი ცხელი იყო, ანუ იმ დროს, როცა მასზე მხოლოდ მეგობართა ვიწრო წრეში საუბრობდნენ. „პრაიმტაიმმა“ ბოლოს გაჩენილი მოარული ხმების გადამოწმებაც სცადა. დათო ქაცარავას მეუღლემ, სოფო ხაჭაპურიძემ განაცხადა, ჯერ საჯაროდ არაფერი უღიარებიათ, მაგრამ იმედია, მალე ქორწილში მოვხვდებიო, სხვა მეგობრებმა კი „პრაიმტაიმს“ ისიც უთხრეს, სოფო ბალავაძე ორსულადააო.

„პრაიმტაიმთან“ საუბარში დათო ქაცარავა არ უარყოფს, რომ ურთიერთობის ოფიციალურ ფაზაში გადასვლის ამბავი თვითონ გიორგისგან შეიტყო: „მათ ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და მინდოდა, შვილი მალე ჰყოლოდათ, რომ ჩვენი ბავშვები ერთად გაზრდილიყვნენ“, – უთხრა მან გაზეთს.

თვითონ სოფო ბალავაძემ ამ თემაზე დუმილი არჩია: „მე, როგორც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი, კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ. მესმის თქვენი ინტერესი, მადლობა ზარისთვის, მაგრამ მირჩევნია, ამ თემაზე არაფერი ვთქვა“, – უთხრა სოფო ბალავაძემ „პრაიმტაიმს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100