სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურა ტარყაშვილის მკვლელობის მონაწილე და ორგანიზატორი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის ყველაზე გახმაურებული და სასტიკი მკვლელობის მთავარი მონაწილე - 51 წლის ივერი გოგბერაშვილი უკრაინაში დააკავა, რომელსაც ბრალად 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის ვანდალური მკვლელობა ედება.

ივერი გოგბერაშვილი, რომელიც მანამდე ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელეს.

ალბათ ყველას ახსოვს, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, გახმაურებული მკვლელობა, როდესაც შეიარაღებული პირები, უიარაღო ზურა ტარყაშვილს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ხალხით სავსე ქუჩაში სროლით მისდევდნენ. ზურა ტარყაშვილი, რომელსაც დამნაშავეებმა 11 ჭრილობა მიაყენეს, რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, რისთვისაც დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშილი ზურაბ ტარყაშვილს იმ დღეს დილიდან უთვალთავებდნენ, ლაღიძის ქუჩაზე, მის სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიიდან ზურას გამოსვლა, ივერი გოგბერაშვილს ტელეფონით დავით რუსიშვილმა აცნობა, რის შემდეგაც მკვლელები რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულები მივიდნენ და რამდენიმე მიმართულებიდან დაედევნენ მას. ამ სამიდან, პირველი ტყვია ტარყაშვილს რუსიშვილმა ესროლა...

შემდეგ ირაკლი აგლაძემ წაქცეულ ზურას რამდენჯერმე ესროლა, ივერი გოგბერაშვილი კი დაცემულ ზურა ტარყაშვილს მიახლოვდა და ორჯერ განახორციელა საკონტროლო გასროლა. ამის შემდეგ მკვლელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შს სამინისტრომ რუსიშვილი მკვლელობის მესამე დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ.

ამ დრომდე მიმალვაში რჩებოდნენ მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ივერი გოგბერაშვილი და ირაკლი აგლაძე.

შს სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ძებნილი ივერი გოგბერაშვილი უკვე დაკავებულია და მას, განზრახ მკვლელობისთვის, ჯგუფურად, ტერიტორიაზე სადაც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

გოგბერაშვილს მდგომარეობას ისიც უმძიმებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

სასტიკი მკვლელობა, რომელმაც 17 ოქტომბერს მთელი ქალაქი შეძრა, ივერი გოგბერაშვილის მხრიდან შურისძიებას ე.წ. უკავშირდებოდა. ცნობილია, რომ ორი შვილის მამა, რომელსაც ორივე ვაჟი საკუთარმა მეგობრებმა მოუკლეს, თავად გახდა მკვლელი და უდანაშაული ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა.

ე.წ. შურისძიება მან იმის გამო გადაწყვიტა, რომ მის ვაჟს - სანდრო გოგბერაშვილს - 2010 წლის 14 მარტს შელაპარაკება მოუვიდა ზურა ტარყაშვილთან. ისინი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სანდრო გოგბერაშვილს ტარყაშვილი მიესალმა და თავზე ხელი გადაუსვა. გოგბერაშვილმა თავზე ხელის გადასმა შეურაცხყოფად მიიღო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ზურა ტარყაშვილი გაერიდა, მაგრამ გოგბერაშილმა შეხვედრა ‘’საქმის გასარჩევად’’ მეორე დღეს დაუთქვა.

მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ერთი-ერთი ეზოს შესასვლელ თაღში ერთამენთს შეხვდნენ სანდრო გოგბერაშვილი, მისი მეგობარი თორნიკე კაჭარავა და ძმები ლევან და დავით ჩაჩუები და ზურაბ ტარყაშვილი. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო იმ საღამოს მთაწმინდაზე ელექტრო-ენერგია გაითიშა.

სანდრო გოგბერაშვილმა შუბლზე იარაღი დაადო ზურა ტარყაშვილს, რომელიც მისმა მეგობრებმა ლევან და დათო ჩიჩუებმა დააწევინეს, გობერაშილმა ოჯერ გაისროლა ასფალტის მიმართულებით, გასროლის ხმაზე თაღში შემოვარდა სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი, შეიარაღებული თორნიკე კაჭარავა და რამდენიმე გასროლა მოახდინა, რომლის შედეგად ფეხისა და ხელის არეში დაიჭრა ზურა ტარყაშვილი, ასევე ფეხში მიაყენა ჭრილობა დავით ჩიჩუას, ხოლო გულ-მკერდის არეში დაიჭრა ლევან ჩიჩუა, რომელიც იმ დროისთვის გოგბერაშვილსთვის იარაღის წართმევას ცდილობდა, ასევე დახრილ მდგომარეობაში მყოფ გოგბერაშვილს კი მისივე მეგობრის, იგივე თორნიკე კაჭარავას გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

თორნიკე კაჭარავას გოგბერაშვილის მკვლელობაში ხელი რამდენიმე მოწმემ, მათ შორის გოგბერაშვილის მეგობარმა დაადო, რომელმაც კაჭარავა ფოტოზე ამოიცნო და გამოძიებას განუცხადა, რომ იგი, შეიარაღებული შევარდა თაღში და უმისამართოდ გაისროლა რამდენიმე ტყვია, რის გამოც დაიჭრნენ, ზურა ტარყაშვილი, ძმები ჩიჩუები და გარდაიცვალა სანდრო გოგბერაშვილი.

კაჭარავა ამ დრომდე მიმალვაშია, მას ბრალი საკუთარი მეგობრის, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ედება და სასამართლო პროცესი დაუსწრებლად მიმდინარეობს. მომდევნო პროცესი ხვალ, 27 დეკემბერსაა დანიშნული და სავარაუდოდ, მოსამართლე, კაჭარავას, განაჩენს ხვალვე გამოუტანს..

ამ ინციდენტის გამო, ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს ზურაბ ტარყაშვილი და მისი მეგობრები - ლევან და დავით ჩიჩუები. საჯელაღსრულების დაწესებულება ტარყაშვილმა მკვლელობამდე ორი ერთი კვირის წინ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ივერი გოგბერაშვილს მიზნად ჰქონია, მისი შვილის მკვლელობის დღეს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მკვლელობა, ქართველი სამართალდამცავების მუშაობის შედეგად, ის დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს და მორიგი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა აღარ მიეცემა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100