სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ - რა მოხდა ბათუმში

ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ზე ატვირთეს.

როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენებს და ფიზიჯურად გაუსწორდნენ.

ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდოდ ასევე არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.

"მითხარი, რა ხარ... მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ", - მიმართავს მოძალადე არასრულწლოვანი თანატოლს.

მომხდარს წინ სკოლის მოსწავლის მიმართ კიბერბულინგი უძღოდა. სკოლა ფაქტს ადასტურებს.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზარალებულის მშობლებმა შსს-ს უკვე მიმართეს. მისივე თქმით, ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

სკოლამ მშობლები სკოლაში დაიბარა, ისინი ადმინისტრაციის წევრებს ამ წუთებში ხვდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. უეყებამ უკვე გამოკითხა, როგორც არასრულწლოვნები, ასევე მათი მშობლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100