შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ბაბუა 13 წლის შვილიშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა

"კურიერის" ინფორმაციით, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

პედოფილიის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბავშვი სკოლაში გახდა შეუძლოდ, მან გონება დაკარგა და მოგვიანებით, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის კლინიკაში გადაიყვანა, მოზარდმა მომხდარის შესახებ ექიმებს მოუყვა.

"კურიერის" ინფორმაციით, ბავშვი მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს.

მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს ოჯახი, ადგილობრივებს კი ბრალდების დაჯერება უჭირთ.

"ბავშვი აქ არ ცხოვრობდა, გასულები არიან ცოლ-ქმარი და წაყვანილი ჰყავს დედას ბავშვები და ამ ზაფხულს საერთოდ არ დამინახავს ეგ ბავშვები," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

53 წლის მამაკაცმა, მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

კომენტარი