სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის დაჯილდოების ცერემონია!

Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

მისამართი: ფაბრიკა, ნინოშვილის ქ.#8

საკონტაქტო პირი: ქეთი ებანოიძე - 577 42 56 11

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100