სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი ჰქონდა სისხლიანი და დაეხმარა მათ გარეცხვაში" - ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

პროკურორის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს :

"მოწმეებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მენაბდემ მიიღო კონფლიქტში მონაწილეობა 51-ე სკოლის მოსწავლეებთან, ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში. ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მისვლის დროს გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი ჰქონდა სისხლიანი და იგი დაეხმარა ამ სისხლიანი ტანსაცმლის გარეცხვაში.

ასევე, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გიორგი მენაბდეს ზურგის არეში ჰქონდა დაზიანება, რომელიც მიიღო ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში მიმდინარე კონფლიქტის დროს. ამ მოწმეებს ინფორმაცია ჰქონდათ თავად ბრალდებულისგან," - აცხადებს საქმის პროკურორი მირიან მეგრელიშვილი.

გიორგი მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი კი მიიჩნევს, რომ გარეცხილი მაისურიდანაც შეიძლებოდა სისხლის კვალის ამოღება.

"როგორც დღევანდელი გამოკითხვიდან ჩანს, ის [სისხლი], რომელიც იყო მაისურსა და შარვალზე, იყო გიორგი მენაბდის. ეს დიდი ხანია იციან, თვითონ წარადგინა გიორგი მენაბდემ, როცა უთხრეს რომ ტანსაცმელი წარედგინა. გარეცხილი, მაგრამ გარეცხილზეც შესანიშნავად შეიძლება, ამოიღონ სისხლის კვალი," - აცხადებს ადვოკატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100