7 ნივთი, რომლებიც რთველისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ

საქართველოში ყურძნის მოსავალი უკვე 8 000–ჯერ (ეს რაც მეცნიერულად დასტურდება) არის აღებული. ამ ხნის განმავლობაში იცვლებოდა და ვითარდებოდა მევენახეობა–მეღვინეობა. ჩვენს წინაპრებს გამოჰყავდათ ვაზის ახალი ჯიშები, იქმნებოდა საწნახელი, ღვინის დაყენების მეთოდები იხვეწებოდა, ქვევრს მუხის კასრი და ბოლოს მინის ბოცებიც დაემატა.

რთველი დღესაც შრომატევადი პროცესია და მისი გამარტივება სათანადო თანამედროვე ინსტრუმენტებისა და მექანიზაციითაა შესაძლებელი. ასეთი ინვენტარის „რთველი“ კი „გორგიაშია“ – ყველაზე იაფ ჰიპერმარკეტში, სადაც 50 000–ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. ის რომ, „გორგიაში“ ყველაფერია, რაც რემონტისთვის გჭირდებათ და ყველაზე მისაღებ ფასად, ახალი არავისთვისაა, მაგრამ რთველთან და ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული მთელი არსენალია „გორგიას“ ქსელში.

ვინც ღვინოში მეტ–ნაკლებად ერკვევა და უყვარს ეს ნამდვილად ღვთიური სასმელი, ისიც ეცოდინება, თუ როგორი მოვლა სჭირდება მას საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. ამისათვის კი შესაბამისი ჭურჭელი და ინსტრუმენტებია საჭირო, რათა უდანაკარგოდ მივიყვანოთ ჩვენს ვენახში მოყვანილი ყურძნის ღვინო დეგუსტაციამდე.

რა დაგჭირდებათ რთველისთვის:

1. ყურძნის საწური

საყურადღებოა, რომ ყველაზე იაფად აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყურძნის საწური. ეს ძალიან მოხერხებული დანადგარია, რომლის წყალობით მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაწურავთ ყურძენს საოჯახო მარანში.

2. პლასტმასის კასრი

ძალიან პრაქტიკულია პლასტმასის კასრები. ასეთი ჭურჭელი ძალიან გამძლე და მარტივი გამოყენებაში, რაც მთავარია, მარტივად ირეცხება.

3. პლასტმასის ბოცა

„გორგიაში“ ასევე 1 ლ და 3 ლ მოცულობის პლასტმასის ბოცები იიდება, რომლებიც ჰერმეტულად იხუფება და ძალიან პრაქტიკულია, როგორც ღვინის შესანახად, ასევე მისი ტრანსპორტირებისთვის.

4. სეკატორი

ყურძნის მტევნები მოკრეფისას რომ არ დაზიანდეს, აუცილებლად გამოიყენეთ სეკატორი. ხარისხიან სეკატორს, საუკეთესო ფასად, გორგიაში შეიძენთ.

5. სათლი

სათლი აუცილებელია ყურძნის შესაგროვებლად და სატვირთომდე მისატანად. ძველად, ყურძნის ჩასაწყობად სხვადასხვა ჭურჭელს იყენებდნენ: საყურძნე გოდოლი, კალათი, გიდელი, ძარი, ხოკი და ჩაჭრილო, ან ოწილარი. პლასტმასის სათლი მსუბუქი და მარტივად სატარებელია. გორგიაში მას სულ რაღაც 3 ლარად შეიძენთ.

6. ბოტები

რეზინის ბოტები ძალიან გაგიადვილებთ ვენახში გადაადგილების პროცესს. არ დაგესვრებათ ფეხსაცმელი და ფეხები. ყველაზე დაბალ ფასად ბოტებს, რა თქმა უნდა, გორგიაში ნახავთ.

7. ხელთათმანი

იმისათვის, რომ ხელები არ დაიზიანოთ, სასურველია ხელთათმანის გამოყენება, რომლის ფართო არჩევანი - გორგიაში დაგხვდებათ.

ხელსაყრელი შემოთავაზება აქვს „გორგიას“ შემდეგი სეზონისთვისაც. მაგალითად შესაწამლი აპარატი Sprayer, რომლის მოცულობაც 16 ლიტრია, აქ საგრძნობლად იაფი ღირს.

„გორგიაში“ ბევრ სხვა ინვენტარსაც ნახავთ, უფრო სწორად ყველაფერს, რაც რთველსა და ღვინის დაყენებას უკავშირდება.

კომენტარი