თბილისში კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მესამე საფეხურის (X-XII კლასები) კერძო სკოლა „ლოგოსი“ გახსნა.
სკოლა ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. მინისტრის განცხადებით სკოლის პრიორიტეტი ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მოზარდის რეალური ცხოვრებისათვის მომზადება იქნება.
მისივე თქმით, სკოლა მართვის, ინტელექტუალური განვითარებისა და აღზრდის თანამედროვე მმართველობით და პედაგოგიურ პრინციპებს დაამკვიდრებს, რომლებიც როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო საგანმანათლებლო გამოცდილებას დაეფუძნება.
„ახალი სასწავლებელი მოწოდებულია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მისცეს მოსწავლეებს, არამედ მათში ჩამოაყალიბოს და განავითაროს ისეთი უნარები და პიროვნული თვისებები, როგორიცაა: ნებისყოფა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების კულტურა, გონებრივი შრომის კულტურა“ - აცხადებს შაშკინი.


კომენტარი