კომპანია „სოკარის“ განცხადება

სააგენტო კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს.

2 აგვისტოს, „ტვ პირველისსაინფორმაციო გამოშვებაში კომპანიასოკარინახსენები იყო აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხამოვის საქმესთან დაკავშირებით. ჟურნალისტი მძიმე ბრალდებითა და კითხვებით მივიდა კომპანიის სათავო ოფისში და დაცვის სამსახურსსოკარისხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა სთხოვა. თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მას არ მოუმართავსსოკარისმარკეტინგის სამსახურისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე. „სოკარსარაერთხელ ჰქონია საქმიანი ურთიერთობა როგორც ტვ პირველთან, ისე - სხვა მედიებთან და კომპანიასთან დაკავშირება პრობლემა არასდროს ყოფილა. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ჟურნალისტმა თავი აარიდა შესაბამის დეპარტამენტთან კონტაქტს და მიმართა დაცვის რიგით თანამშრომელს, რომელსაც შვებულებაში მყოფ ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირების საშუალება არ აქვს.

სოკარისმმართველი პოზიციის თანამშრომლები ამ ეტაპზე მართლაც არ იმყოფებიან ადგილზე, თუმცა, მარკეტინგის სამსახურისათვის მიმართვის შემთხვევაში, მათთან კომუნიკაცია არ იქნებოდა პრობლემა.

იმისათვის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, გვსურს გამოვეხმაუროთტვ პირველისჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს. კომპანიის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ამ ტრაგედიის შესახებ მედიისგან გავიგეთ. ასევე, ტელევიზიით მოვისმინეთ ბრალდებაც, რომ კომპანიასოკარისთანამშრომელი, რომლის სახელი და გვარი არ სახელდება, შესაძლოა რაიმე კავშირში იყოს მომხდართან. თუკი მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, არის თუ არა კონკრეტული ადამიანისოკარისთანამშრომელი საქართველოში, მისი სახელისა და გვარის მოწოდების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად შეგვიძლია.

ვწუხვართ, რომტვ პირველისსაინფორმაციო სამსახურმა, დაუსაბუთებელი ბრალდების ფონზე ამ ფორმით გადაწყვიტა კომპანიასოკართანკომუნიკაცია. იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდეგში, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მედია დაუკავშირდება მარკეტინგის სამსახურს, რომელიც მათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

კომენტარი