სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედაჩემი ცუდად გახდა, ადრე რატომ გამოხვედიო და მეჩხუბა, შებრუნდიო – გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი

6 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები უცხო ენას აბარებენ. გამოცდების დროს სახალისო ისტორიების შესახებ ბევრჯერ გვსმენია.

Edu.aris.ge აქვეყნებს აბიტურიენტების კომენტარებს, რომლებიც გამოცდიდან ადრე გამოვიდნენ.

ერთ-ერთ აბიტურიენტს ადრე გამოსვლის გამო მშობელმა უსაყვედურა კიდეც და უთხრა, რომ უკან შებრუნებულიყო.

“გარეთ რომ გამოვედი დედაჩემი ცუდად გახდა, არ მელოდებოდა ასე ადრე და მეჩხუბა შებრუნდიო. კარგად დავწერე ჩემი აზრით, არ იყო რთული საკითხები, მაგრამ ესეს წერის დროს ბევრი ვიფიქრე არგუმენტების სწორად ჩამოსაყალიბებლად, ყველაზე მეტად ეგ საკითხი მაშინებდა“, – ამბობს აბიტურიენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100