სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აქვა გეომ“ წარმოება გააფართოვა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა. ბანკთან პარტნიორობით„აქვა გეომ“, რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზი გააფართოვა.

„აქვა გეო“ სასმელ წყალს „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქტის მიწოდებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მცირე ზომის კომპანიებთან, ასევე დიდ ქსელებთან ახორციელებს. კომპანია 2 ჭაბურღილზე და 3 წყაროზენატურალური მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიასფლობს, ამჟამად კი 250-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„აქვა გეოს“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა 20 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩამომსხმელი ხაზების შესყიდვას მოხმარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 70მლნ. ლარს უტოლდება.

„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ჩვენს საწარმოს ახალი ხაზი შეემატა, რომლის სიმძლავრეც საათში 24,000 ბოთლს უტოლდება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეხდინა პროდუქციის დივერსიფიკაცია და არსებული პორტფელი გაგვეზარდა. კომპანიის 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღვნიშნეთ - ამიერიდან ლიმონის არომატს მინერალებით გაჯერებული ორი ახალი არომატი - ვაშლის, საზამთროსა და ნესვის მიქსი შეემატა. „აქვა გეო“ პირველი წყლის კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს „სნოს“ ბრენდის ქვეშ არომატიზირებული წყალი შეთავაზა.“ - აცხადებს„აქუა გეოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან შავლაყაძე.

„საქართველოს ბანკიაგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში „აქვა გეომ“ კიდევ უფრო გააფართოვა წარმოება. კომპანია მომხმარებელს საქართველოში და მის საზღვარგარეთ, „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს ბანკი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძე.

ცნობისთვის, „აქვა გეო“ ბაზარზე მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელსა და ყაზბეგის რაიონ სოფელ კობში მდებარე საწარმოებითაა წარმოდგენილი. ყაზბეგში მინერალური წყალი სახელწოდებით „კობი“ იწარმოება, რომლის რეალიზაციაც ძირითადად კანადაში,ლიტვაში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა დარუსეთშ ხორციელდება. კომპანიას მინერალური და არაგაზირებული ნატურალური წყლის მოპოვებისა და ჩამოსხმის 25 წლიანი ლიცენზია გააჩნია და როგორც ხარისხის მენეჯმენტის, ასევე სურსათის უვნებლობის სისტემის სერტიფიკატებს ფლობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100