„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ტექბოლში მედიატურნირი გაიმართა

6 ივნისს, თბილისში, .წ მარაკანას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე,

საქართველოს ტექბოლის ფედერაციის ორგანიზებითადა მისი გენერალური

პარტნიორის აჭარაბეთის მხარდაჭერით, გაიმართა ტურნირი ტექბოლში მედია

ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

ტურნირი ჩატარდა წყვილთა თანრიგში და მასში 8 მედია საშუალების გუნდმა

მიიღო მონაწილეობა. ტურნირზე წარმოდგენილი იყვნენ:ტელეკომპანია

ფორმულას, იმედის, რუსთავის 2-, მთავარის, ევრონიუსის, სილკსპორტისა და

ვებპორტალების აჭარასპორტისადა goal.ge-სწარმომადგენლებ.

ტურნირში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი - აჭარასპორტი - გიორგი ჯაბადარი / გიორგი დოდელია

II ადგილი - Goal.ge - ბაჩო ცალუღელაშვილი / გიორგი ცხადიაშვილი

III ადგილი - იმედი - კოტე მიგინეიშვილი / ლაშა ჩაჩიბაია

გამარჯვებული მოთამაშეეები დაჯილდოვდენენ აჭარაბეთისდა ფონდი

არველაძის მიერ დაწესებული პრიზებით.

საქართველოს ტექბოლის ფედერაცია 2018 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა და მალევე, 2018 წლის 19 ოქტომბერს გახდა ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის ფიტეკის წევრი. ტექბოლი აღიარებულია 2 კონტინენტური ოლიმპიური ასოციაციის მიერ (OCA, ANOCA), ასევე იგი არის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წევრი (WADA).

ტექბოლი უნგრეთში შეიქმნა 2017 წელს და არის ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ახალი თაობის სპორტსმენებში. ტექბოლის თამაშისთვის აუცილებელია სპეციალური მრუდე მაგიდა.

კომენტარი