მეზობლების თქმით, 50 წლამდე ასაკის კაცმა ბავშვი მატარებელში გააუპატიურა – 13 წლის გოგონას ტრაგედია, რომელმაც შვილი გააჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას დღეს გავრცელებული შემზარავი ამბის შესახებ – 13 წლის მოზარდმა შვილი 50 წლამდე, თანასოფლელი კაცისგან გააჩინა.

როგორც მეზობლები ამბობენ, კაცმა მოზარდი მატარებელში გააუპატიურა, გოგოს კი დედამ აბორტი არ გააკეთებინა.

ადგილობრივების თქმით, ბრალდებული ოჯახის ახლობელია.

არასრულწლოვანი დედა და ახალშობილი თავშესაფარში არიან გადაყვანილნი.

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ კაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი