სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის შესაძლებელი

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი. მეტი სიმარტივისთვის, თიბისის მომხმარებელები გადახდას Apple Pay – ს საშუალებითაც შეძლებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100