"პეპსი" კიბოსა და ღვიძლის დაშლას იწვევს?

"ამერიკის მედიცინის ასოციაცია": "პეპსი" შეიცავს კონსერვანტ - E211-ს. კონსერვანტი E211, იგივე ნატრიუმის ბენზონატი, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ქცევასა და ინტელექტზე, იწვევს კიბოს, შესაძლოა, ადამიანის დნმ დააზიანოს, რაც პარკინსონის დაავადებასა და ღვიძლის ცეროზის მიზეზი შეიძლება გახდეს" – ვკითხულობთ კონსერვანტ E211-ს განმარტებაში.

მრავალწლიანმა დაკვირვებებმა და კვლევებმა აჩვენეს, რომ გაზიანი სასმელი "პეპსი" საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამის შესახებ "ამერიკის მედიცინის ასოციაციის" ჟურნალშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც 8-წლიანი დაკვირვებების შედეგები შევიდა. აღნიშნული კვლევა ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს, რომლებიც 8 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 52 ათას მედდას, რომლებიც სწორედ აღნიშნულ გაზიან სასმელს ღებულობდნენ.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ "პეპსის" მოხმარება ჭარბწონიანობას იწვევს, მაგალითად (0,33-ლიტრიანი პეპსი) შეიცავს 140-150 კალორიას, რაც 10 ჩაის კოვზ შაქარს უდრის.

"პეპსი" ასევე მეორე ტიპის დიაბეტს, მარილის ბალანსის დარღვევას იწვევს. მკვლევარებმა შეადარეს იმ მედდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც დღეში ერთ ან მეტ ბოთლ "პეპსს" იღებდნენ, იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც "პეპსის" თვეში ერთხელ, ან ორჯერ ღებულობდნენ. შედეგების მიხედვით, მედდების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესებული იყო და დიაბეტით დაავადებულების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

"პეპსი ლაითის" შემადგენლობა: გაწმენდილი სასმელი წყალი, დამატკბობელი ნივთიერება ასპარტამი (E951, E950), ნახშირორჟანგი, მჟავიანობის რეგულატორი (E338, E331, E330), კონსერვანტი (E211), კოფეინი, ფერის მიმცემი (E150), ნატურალური არომატიზატორი `კოლა~, შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
"პეპსის" შემადგენლობა: გაწმენდილი სასმელი წყალი, ნახშირორჟანგი, მჟავიანობის რეგულატორი (E338, E331, E330), კოფეინი, ფერის მიმცემი (E150), ნატურალური არომატიზატორი "კოლა".

როგორც ხედავთ, შემადგენლობაში შედის შაქრის შემცვლელი ნივთიერება ასპარტამი - (E950, E951). მისი გამოყენება კი საკმაოდ მომგებიანია წარმოებისას, ვინაიდან იგი 200-ჯერ უფრო ტკბილია შაქარზე და არძველდება. ასპარტამის შემადგენლობაში შედის მეთილენის ნაერთი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების მუშაობას აუარესებს, ასპარტამის შემადგენლობაშივე შედის ასპაროგენული მჟავა, რომელიც აღაგზნებს ადამიანის ნერვულ სისტემას და დროთა განმავლობაში შეჩვევასაც იწვევს.
ასპარტამი ქიმიურად არასტაბილურია. 30 გრადუს სითბოზე ასპარტამი გაზიანი წყლის მასაში ე.წ. ფორმალდეგიდს გამოყოფს, რომელიც ა კლასის კონცეროგენია, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე გამანადგურებელ ეფექტს ახდენს. კლასიფიკაციის მიხედვით, ფორმალდეგიდი იმავე ჯგუფის ნივთიერებებს მიეკუთვნება, სადაც შედის ნიშადური და სინილის მჟავა.

ე.წ. "რჩევა" – "მოხმარების წინ გააციეთ~, რომელიც "პეპსის" ბოთლზე აწერია, სულაც არ ზრუნავს თქვენს სიამოვნებაზე, ეს სასიცოცხლო გაფრთხილებაა და განგაშის სიგნალი – წერენ ამერიკელი მკვლევარები "ამერიკის მედიცინის ასოციაციიდან".

ნახშირორჟანგი, მჟავიანობის რეგულატორი, იგივე Е-338 ასევე საშიში ნივთიერებაა, იგი კუჭის მუშაობის ბალანსს არღვევს და აშლილობას იწვევს. სტანდარტულად ადამიანის ორგანიზმში მიღებული საკვები 4 საათს მუშავდება, ხოლო "პეპსის" მიღების შემდეგ საკვები კუჭში მხოლოდ 20 წუთს ჩერდება. წარმოიდგინეთ, რა სწრაფად ამუშავებს თქვენი საყვარელი გაზიანი სასმელი მიღებულ საკვებს. ამიტომ არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ ხშირად ჭამთ და ვერ ნაყრდებით, აქედან გამომდინარე, ჭარბი წონაც გაწუხებთ.
"კონსერვანტი (E211), იგივე ნატრიუმის ბენზონატი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ქცევასა და ინტელექტზე, იწვევს კიბოს, ასევე შესაძლოა, ადამიანის დნმ დააზიანოს, რაც შემდგომში პარკინსონის დაავადებასა და ღვიძლის ცეროზის მიზეზი შეიძლება გახდეს", – ვკითხულობთ კონსერვანტ E211-ს განმარტებაში.
"დრონი.ჯი" დაუკავშირდა პეპსის წარმმადგენლობას საქართველოში. ჩვენ ვესაუბრეთ "პეპსის" გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერს, (საუბრის ჩანაწერი გვაქვს).
საუბრის შემდეგ, მენეჯერმა გვთხოვა ინტერნეტის მეშვეობით გაგვეგზავნა მისთვის ჩვენ მიერ მოკვლეული მასალები და ოფიციალურ კომენტარს მალევე მოგვაწვდიდა. ჩვენ გავუგზავნეთ მასალა ასეთი მინაწერით: "გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ოფიციალური კომენტარი, რომელსაც ობიექტურობის მიზნით თან დავურთავთ ამერიკის მედიცინის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ ამ სტატიას".

თუმცა, "პეპსის" წარმომადგენლობას ჩვენთვის წერილობითი სახით საკუთარი ოფიციალური პოზიცია არ გადმოუგზავნია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მასალის გაგზავნიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა. ამიტომ იძულებული გავხდით გამოვაქვეყნოთ საუბრის ჩანაწერის ნაწილი `პეპსის~ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერთან.

"დრონი.ჯი": გამარჯობათ, მედიაჰოლდინგ "დრონი.ჯი"-დან გირეკავთ. ჩვენ მოვიძიეთ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაცია თქვენს პროდუქტზე. მიღებული ინფორმაციის, კერძოდ "ამერიკის მედიცინის ასოციაციის" კვლევის შედეგების მიხედვით, "პეპსი" ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს და ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა: კიბო, ღვიძლის ცეროზი, დიაბეტი, კუჭის მუშაობის ბალანსის დარღვევა, ასევე ცუდად მოქმედებს ბავშვების ინტელექტზე. ეთანხმებით აღნიშნულ არგუმენტებს?

გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი: "პეპსი" ნამდვილად შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც მითითებულია მის ეტიკეტზე, მაგრამ ჩემთვის უცხოა ინფორმაცია მის საშიშროებაზე, რაზეც თქვენ მესაუბრებით. ნებისმიერი საკვები შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ მიღების ნორმას გადააჭარბებთ, ვგულისხმობ ყოველდღიურ ნორმას.

– თქვენ "ამერიკის მედიცინის ასოციაციის" კვლევის შედეგებს უარყოფთ?
– ერთადერთი საშიშროება, საფრთხე, შესაძლოა, გამოიწვიოს გაზის შემცველობამ და შაქრის შემცვლელის შემადგენლობამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აუცილებელია ნორმების დაცვა. ჩვენი კომპანია ევროპულსა და ევროკავშირის დაწესებულ სტანდარტებს პასუხობს".


კომენტარი