"შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია

კომპანია "შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია. COVID-19-ის პანდემიის ფონზე, როდესაც ბიზნესის ნაწილს შეზღუდვების პირობებში უწევს ოპერირება, "შატო სვანიძემ" გადაწყვიტა, ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურდეს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ღვინოები ამ გზითაც მიაწოდოს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა, „შატო სვანიძეარსებულ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება და რეალიზაციის მაჩვენებელს ზრდის. მით უფრო, რომ წინასაახალწლო დღეებში ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა მზარდია.

"შატო სვანიძე" უკვე აქტიურად თანამშრომლობს ონლაინ-პლატფორმასთან და წინასაახალწლოდ საკუთარ მომხმარებელს გარკვეულ ფასდაკლებებსაც სთავაზობს.

შატო სვანიძეაქტიურად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც და აუცილებელია, რომ ეს ტემპი პანდემიის პირობებშიც არ დავარდეს, ამიტომ ამ პერიოდშიც კი, ღვინის საზღვარგარეთ გატანაზე ვმუშაობთ, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მომხმარებელს წინასაახალწლოდ ფასდაკლებებს და აქციებს ვთავაზობთ ’- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში. საერთაშორისო გამოფენაგაყიდვის „PRODEXPO“- ფარგლებში, სადეგუსტაციო კონკურსზეშატო სვანიძისღვინომ „PRODEXPO“- ვარსკვლავიგრან-პრი და ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

"შატო სვანიძე" წელიწადში 50 ათას ბოთლ ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, კერძოდ 14 სახეობის პროდუქციას: საფერავს, მუკუზანს, რქაწითელს, მწვანე ქისს და ა.შ.

კომენტარი