სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ორსულს ესროლა მუცელში, მეორე ქალსაც...ჩვილი ეჭირა ხელში... ქვიშხეთის მაცხოვრებლემა მკვლელი გაკოჭეს... მერე სახლი გადაუწვეს"

„პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც წლების წინ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში მომხდარ საზარელ მკვლელობასა და მკვლელების ლინჩის წესით გასამართლებას ეხებოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა – მკვლელები ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს – სოფელი დუმილს არღვევს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში უამრავი შეტყობინება მიიღეს.

ერთ-ერთმა მკითხველმა კი დაახლოებით იმავე პერიოდში ხაშურში მომხდარი კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულის შესახებ შეატყობინა რედაქციას.

„ხაშურის რაიონში, კერძოთ ქვიშხეთში, დაახლოებით მაგ წლებში მოხდა საშინელი მკვლელობა. შუახნის კაცმა ესროლა მეზობლებს, დღისით მზისით უამრავი მოწმის თვალწინ.

მიზეზი საკოლმეურნეო მიწის მიჯნა იყო. უთქვამს, რომ მომიჯნავის ოჯახის დიასახლისის მოკვლა მინდოდაო, მაგრამ ამ ოჯახს გათხოვილი შვილი ჰყავდა სტუმრად და რამდენიმე მეზობელიც. ხოდა დედის მაგივრათ შვილს ესროლა, რომელსაც ჩვილი ეჭირა ხელში. ტყვია ყურთან მოხვდა, გადარჩა, მაგრამ დაყრუვდა, დედის სისხლმა ლამის ჩვილიც გაგუდა, ძლივს გადაარჩინეს…

სტუმრად მყოფ მეზობლებსაც, ცოლ-ქმარს (ცოლი ორსულათ იყო) ესროლა. ბიჭს მხარში მოხვდა გოგოს მუცელში და გარდაიცვალა. ქმარი გადარჩა, ამას თუ გადარჩენა ჰქვია. ორი ანგელოზივით შვილი დააობლა.

მთელმა ქვიშხეთმა გადაწყვიტა მკვლელი დაეწვათ, გაკოჭილი შეეგდოთ საკუთარ სახლში, თუმცა მილიციამ გააპარა, დაიჭირეს.

ამ გარეწარ კაცს შვილები მართლა კარგი ჰყავდა, ცოლიც ადამიანი, თუმცა მათმა სიკარგემ არაფერი შეცვალა. სახლი გაჩხრიკეს, უამრავი ტყვია წამალი, იარაღი და „ლიმონკები“ ამოიღეს.

ბენზინი გამოიტანეს, სახლს ცეცხლი წაუკიდეს, მეორე საღამომდე იწვოდა, საშინელი სუნი იდგა მთელ სოფელში, თუმცა რომ არ გაეჩხრიკათ და “ზედმეტი” რაღაცები არ გაეტანათ ნახევარი ქვიშხეთი წაილეკებოდა.

ახლაც ამდენი წლის მერე ვფიქრობ, რომ ის ნაგავი თავის სასახლეში შებრაწვას იმსახურებდა. ორსულს ძაღლიც არ ერჩის. ეს არუნდა შერჩენოდა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100