სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი ავარია კახეთში - გარდაცვლილია 2 ადამიანი, არიან დაშავებულები

ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, საშუალო ასაკის მამაკაცი კი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100