„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“, რომელიც „ავტოსაგზაო შემთხვევების ლაბორატორიის“ სახელითაცაა ცნობილი, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის შვედეთის მეფემ 2000 წელს გახსნა და ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურ ლაბორატორიას წარმოადგენს მსოფლიოში.

სხვადასხვა ტიპის ტესტირებისთვის „ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრში დღეში სულ მცირე ერთი ახალ ვოლვო იტესტება, რაც საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით „ვოლვოს“ ლიდერის პოზიციას ამყარებს.

„ვოლვოს“ ინჟინრებს ლაბორატორია საშუალებას აძლევს დეტალურად განიხილონ რეალური ავტოსაგზაო შემთხვევებისგან მიღებული დაზიანებები და რისკები, რათა არავინ დაიღუპოს ან დაშავდე ვოლვოში.

”ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ და რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და როგორ ზიანდებიან ადამიანები. შემდეგ კი ვამუშავებთ ტექნოლოგიებს, რათა მათ პრევენციას შევუწყოთ ხელი. ჩვენი მთავარი მიზანი საგზაო შემთხვევების დროს მსხვეპლთა რაოდენობის შემცირებაა და მოხარული ვიქნებით, თუ ამ მიზანს მივაღწევთ,” - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ წამყვანი უსაფრთხოების ინჟინერმა თომას ბრობერგმა.

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის“ ლაბორატორია არის მრავალფუნქციური დაწესებულება, რომელიც ინჟინრებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ საგზაო მოძრაობის სიტუაცია და ამის მიხედვით განავითარონ ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა.

ავტოსაგზაო შემთხვევის სიმულაციის დროს ავტომობილი, ქრაშ-ტესტის მანეკენები და ბარიერები აღჭურვილნი არიან სენსორებით, რომელთა საშუალებითაც ვოლვოს ინჟინრებს შეუძლიათ დეტალურად აღრიცხონ მოვლენების მთელი ჯაჭვი. ათობით ულტრა მაღალი გარჩევადობის კამერა ქრაშ-ტესტს ყველა წარმოსახვითი კუთხიდან იღებს. ფიზიკური ქრაშ-ტესტის დაწყებამდე, მოცემულმა მანქანის მოდელს უკვე გავლილი აქვს ათასობით კომპიუტერული სიმულაციური ქრაშ-ტესტი. ამ ტესტებიდან მიღებულ ყველა მონაცემს ვოლვოს ინჟინრები უფრო უსაფრთხო ავტომობილების შესაქმნელად იყენებენ.

როგორც ცნობილია, მომავალში „ვოლვო“ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადავა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში უსაფრთხოების ცენტრი აღიჭურვა და მომზადდა სპეციალურად ელექტრო ავტომობილების ქარშ-ტესტების უსაფრთხოდ შესასრულებლად.

კომენტარი