სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში, ღვთისმშობლის სარტყელთან მისაახლებლად, 8 კმ–იან რიგში 82 ათასი ადამიანი დგას

უკვე მეექვსე დღეა, მოსკოვში, მაცხოვრის ტაძართან თვალუწვდენელი სადღეღამისო რიგია გაჭიმული: მორწმუნეები ღვთისმშობლის სარტყელთან მიახლების მიზნით იკავებენ რიგს და იგი მეტროსადგურ „Воробьевы горы“–მდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით,

ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდე რუსეთში საბერძნეთიდან ჩაიტანეს და მას უკვე 2 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე თუ ქვეყნის სტუმარი მიეახლა. სარტყელი უკვე იყო დაბრძანებული სანკტ–პეტერბურგის, ნიჟნი ნოვგოროდის, ეკატერინბურგისა და კალინინგრადის მოქმედ ტაძრებში.

რიგში მდგარი მოქალაქეები ჩივიან, რომ ე.წ. VIP სერიის მანქანებში მსხდომ ადამიანებს მაცხოვრის ტაძარში ურიგოდ უშვებენ და ეს მაშინ, როცა მოსკოველები რიგს ჯერ კიდევ გათენებამდე იკავებენ.

მედიკოსების თქმით, ღვთისმშობლის სარტყლის რიგიდან ამ 6 დღის განმავლობაში სამედიცნო დაწესებულებას 700–ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. აქედან 85 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი, ჰოსპიტალიზებულია. საავადმყოფოებში გადაყვანილთა შორის, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული ქალები და მამაკაცები არიან, რომლებსაც ფიზიკური დაძაბულობისა და შიმშილისგან გული მისდით. ამასთან, მათი მობერებული ძვლები ფიზიკურ დატვირთვას ვერ უძლებს და უმრავლესობას მოტეხილობა აქვს. ბოლო მონაცემებით, ღვთისმშობლის სარტყელთან მისაახლებლად 8 კმ–იან რიგში 82 ათასი ადამიანი დგას. მორწმუნეთა რაოდენობა ბოლო დღე–ღამის განმავლობაში 3–ჯერ გაიზარდა. ტაძარში მორწმუნეების შეშვება სადღეღამისო რეჟიმით ხდება.

იმის გარდა, რომ ქრისტიანობის ერთ–ერთ სიმბოლოდაა მიჩნეული, ღვთისმშობლის სარტყელისადმი დიდ ინტერესს ისიც განაპირობებს, რომ აქამდე იგი ათონის მთაზე, ერთ–ერთ საკანში ინახებოდა და მასთან მიახლების უფლება ქალებს არ ჰქონდათ.

შეგახსნებთ, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში, ეკატერინე დადიანის ყოფილ სასახლეში ინახება, სადაც ამჟამად მუზეუმი მდებარეობს. საქართველოს კათოლიკოს –პატრიარის კურთხევით, ყოველი წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, კვართი საკათედრო ტაძარში გადააქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100