ორმოცი დღე რუსთაველზე მომხდარი საზარელი მკვლელობიდან

25 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, 2011 წლის 17 ოქტომრებს მომხდარი მკვლელობიდან 40 დღე გავა. მაშინ, რუსთაველზე, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და დავით რუსიშვილმა 23 წლის ზურა ტარყაშვილი, დედის, დისა და უამრავი თვითმხილველის თვალწინ, სადისტურად მოკლეს.

რამდენიმე დღეში პოლიციამ ზურა ტარყაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გრიბოედოვის 20 ნომერში მცხოვრები დავით რუსიშვილი დააკავა. მან დანაშაული აღიარა, პოლიციამ კი მისი აღიარების ვიდეო-კადრები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ რუსიშვილი პირობით სასჯელს იხდიდა, რაც იურისტთა თქმით, მის ქმედებას უფრო ამძიმებს.

დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობით სასჯელს იხდიდა ქვემო ქართლის ყოფილი ფაშის, ლევან მამალაძის ექს-მარცხენა ხელის, ზაზა აგლაძის შვილი, ირაკლი აგლაძეც, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია ნარკოტიკების მოხმარების გამო გასამართლებულ ივერი გოგბერაშვილთან ერთად.

სამართალდამცველთა განცხადებით, სამივე მკვლელს - ივერი გოგბერაშვილს, ირაკლი აგლაძესა და დავით რუსიშვილს, განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარ განზრახვით, ჯგუფურად ჩადენილი ვანდალური მკვლელობის გამო უვადო (სამუდამო) პატიმრობა ემუქრებათ...

თუმცა, ჯერჯერობით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავებული არ არის სამიდან ორი ეჭვმიტანილი - ივერი გოგბერაშვილი და ირაკლი აგლაძე. მათ სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ...

P.S. ამ საზარელი მკვლელობის დეტალებსა და გარემოებებზე დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში.

კომენტარი