სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი ორი ბავშვისთვის

რაც უფრო დიდია ოჯახი, მით უფრო მეტი საცხოვრებელი სივრცეა საჭირო. თუმცა რა უნდა ვქნათ თუ ორი, ან მეტი ბავშვია ოჯახში, ხოლო ოთახი ერთი? თუ ბავშვებს საერთო ოთახი აქვთ აუცილებელია ამ ოთახის ზონირება, საჭიროა გამოიყენოთ მრავალფუნქციური ავეჯი, ასევე, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი პირადი, პატარა სივრცე.

ყველა საჭირო სარემონტო მასალის, ავეჯისა თუ ნებისმიერი წვრილმანის შეძენას ერთ სივრცეში, საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაში“ , საუკეთესო ფასად შეძლებთ.

ამ სტატიაში გაიგებთ თუ როგორ შეიძლება პატარა სივრცის, მოწყობა ბავშვებსთვის ისე, რომ ოთახი ლამაზი, კომფორტული და მრავალფუნქციური იყოს.

ფერები

ოთახის ზონირება და გაყოფა შესაძლებელია კედლების სხვადასხვა ფერად შეღებვით. სადაც თითო ბავშვს თავისი ფერი ექნება. აუცილებელია, რომ საღებავი, ან შპალერი ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის იყოს. „გორგია“ საღებავებისა და შპალერების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

სივრცის მაქსიმალურად გამოყენება

როდესაც ერთ სივრცეში ორი ბავშვია, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კუთხე ფუნქციური იყოს. მაგალითად, შეიძლება ფანჯრის რაფა საწერ მაგიდად გადააკეთოთ, თან საკუთარი ხელით. ეს სივრცის გარდა, თანხის ეკონომიასაც გაგიკეთებთ. ამისათვის კი საჭიროა ხის ზედაპირი და ოთხი მეტალის, ან ხის ფეხი. ხის მასალას და ყველა საჭირო ხელსაწყოსაც „გორგიას“ ნებისმიერ ფილიალში შეიძენთ. კედლებზე შესაძლებელია ჩასაშენებელი კარადებისა და თაროების მოთავსება სხვადასხვა ნივთებისა და ტანსაცმლისთვის, იმისათვის, რომ ბავშვებს მეტი სათამაშო და მოსასვენებელი სივრცე დარჩეთ.

ორსართულიანი ლოგინები

სივრცის ეკონომიის საუკეთესო ხერხი, ორსართულიანი, ან მაღალი საწოლი. ორსართულიანი ლოგინების შემთხვევაში საძინებელ ზონას დაზოგავთ, ხოლო მაღალი ლოგინების ქვეშ კი, შესაძლებელია სხვადასხვა სათავსოების, ან თუნდაც სამეცადინო ზონის გაკეთებაც. ამისათვის კი იდეალური ვარიანტი, შვედური ბრენდის იკეას პროდუქციაა, რომელიც ფუნქციური, ლამაზი და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთაა. შვედურ ბრენდს, ასევე აქვს ტრანსფორმერი საწოლები, რომლის ზომაც შეგიძლიათ ბავშვის ზრდასთან ერთად გაზარდოთ. იკეას პროდუქცია გორგიაში, ორ ფილიალში თბილისისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებშია წარმოდგენილი. თუმცა გორგიას საიტის მეშვეობით, პროდუქციის დისტანციურად შეძენა, მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

ზონირება

ოთახის ზონირება სხვადასხვა თაროებისა და შირმებითაა შესაძლებელი. ამ ხერხით შესაძლებელი იქნება ოთახის დასასვენებელ და სამუშაო ზონებად დაყოფა. ნებისმიერი საბავშვო ავეჯის შეძენაც „გორგიას“ ყველა ფილიალშია შესაძლებელი, მინიმალურ ფასად.

განათება

იმისათვის, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს საკუთარი საქმის კეთება, ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, აუცილებელია ცენტრალურის გარდა ინდივიდუალური განათებების დამოტანჟება. როგორც კედლის, ასევე მაგიდის, ან ტორშერის სახით. მაგიდის სანათების ფასი „გორგიაში“ 7,10 ლარიდან იწყება.

ყველა საჭირო ნივთის შეძენას „გორგიას“ ყველა ფილიალში შეძლებთ. ხოლო თუ არ გაქვთ დრო ფილიალებში მისვლისათვის, შეგიძლიათ განახლებული საიტით ისარგებლოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, მთელი საქართველოს მასშტაბით. საიტზე ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100