სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისათვის პირველად

ნებისმიერი ბავშვისთვის პირველი სასწავლო წელი ემოციებითაა სავსე. მათთვის ეს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია და ამ დროს მნიშვნელოვანია მისთვის სწორი გარემოსა და განწყობის შექმნა. ამ ყველაფერში კი მშობლებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეცადეთ ბავშვს სწავლის დაწყებამდე მოუწყოთ სამუშაო გარემო: საწერი მაგიდა, წიგნის თაროები, ან თუნდაც ფერადი, მხიარული მერხი და მასთან ერთად ითამაშეთ „სკოლობანა“. ამ ხერხით ნელ-ნელა და სტრესის გარეშე შეაჩვევთ სამუშაო პროცესს და დისციპლინას და პირველი დღე სკოლაში, მისთვის ნაკლებად უცხო და სტრესული იქნება.

სასკოლო სამზადისი ბავშვისთვის აქტიური და მხიარული უნდა იყოს, ამიტომ ჩართეთ ის ყველა მნიშვნელოვან სამზადისში. მაგალითად სასკოლო აქსესუარების შერჩევისას. თავად შეარჩევინეთ სასკოლო ჩანთა, მაგალითად საყვარელი ანიმაციური გმირების გამოსახულებით, მხიარული პენალი, სხვადასხვა დიზაინის სასკოლო რვეულები, ფერადი წიგნის გადასაკრავები, განსხვავებული კალამი, ფერადი ფანქრები და ა.შ.

სასკოლო ინვენტარისა და საკანცელარიო პროდუქციის შეძენა შეიძლება დიდ დროსთან და თანხებთან იყოს დაკავშირებული. ამ სტატიაში გაიგებთ, თუ სად და როგორ შეიძლება მოამზადოთ ბავშვი სკოლისათვის ისე, რომ ერთ სივრცეში შეიძინოთ ნებისმიერი საჭირო პროდუქცია, იქნება ეს ავეჯი, ჩანთა თუ საკანცელარიო პროდუქცია, სადაც უპრობლემოდ შეძლებთ ბავშვთან ერთად სიარულს და რაც მთავარია, საუკეთესო ფასად.

სასკოლო მზადებისათვის საუკეთესო ადგილი, საქართველოში ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი „გორგიაა“, სადაც სასკოლო და საკანცელარიო პროდუქციის ფართო არჩევანია საუკეთესო ფასად. მაგალითად: სასკოლო ჩანთების ფასი აქ მხოლოდ 5 ლარი და 90 თეთრიდან იწყება. აქ დაგხვდებათ როგორც მხიარული, ფერადი ჩანთები ცხოველებისა და ანიმაციური გმირების გამოსახულებით, ასევე ყველა საჭირო საკანცელარიო პროდუქცია: კალმები 10 თეთრიდან, ფერადი ფანქრების ნაკრები 55 თეთრიდან, ფლომასტერები 40 თეთრიდან, საანგარიშოები 1 ლარად და 80 თეთრად, რვეულები 20 თეთრიდან, პლასტელინები 75 თეთრიდან, სახატავი რვეულები 45 თეთრიდან, წიგნის გადასაკრავები 50 თეთრიდან, ქართულენოვანი გლობუსები 10 ლარიდან და ა.შ.

რაც შეეხება ბავშვის სამეცადინო კუთხეს, ამისათვის „გორგიაში“ ფერადი და მხიარული სამეცადინო მერხებსაც აღმოაჩენთ, რომლის ფასიც 39 ლარიდან იწყება. ასევე შეგეძლებათ უფრო დიდი ზომის საწერი მაგიდების შეძენაც, რომელთა ფასიც 179 ლარიდან იწყება, ასევე სპეციალური ფასდაკლებაა საწერ მაგიდებზე, რომლებსაც მოყვება თაროებიც, რომლის ფასიც 195 ლარია. წიგნის თაროს 59 ლარიდან შეიძენთ, ხოლო კედლის თაროს მხოლოდ 29 ლარად. აღსანიშნავია რომ „ადორეს“ ბრენდის, თურქული წარმოების ავეჯი, ეკონომიურთან ერთად ეკოლოგიურად სუფთაცაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ავეჯის შეძენისას. მაგიდის სანათების შეძენას 7 ლარი და 10 თეთრიდან შეძლებთ. საკანცელარიო პროდუქციის შეძენა საქართველოს მასშტაბით, „გორგიას“ ყველა ფილიალშია შესაძლებელი.

თუ ჩვენს ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და სწორად შეარჩევთ სასკოლო პროდუქციას „გორგიასთან“ ერთად, თქვენი შვილი უკვე მზად იქნება ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს მომზადებული და თავდაჯერებული შეხვდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100