გლდანში გზის ჩავარდნა ელიტური კორუფციის შედეგია, რომელიც ოქტომბერში უნდა დავამარცხოთ

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული გზის ჩანგრევა „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის სახეა. აღნიშნული პროექტისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯა და სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით დასრულდა.

ასეთი შედეგი დგება მაშინ, როცა ქვეყანას არაპროფესიონალები და კორუმპირებულები მართავენ, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატები 4 წლის განმავლობაში ჩუმად სხედან პარლამენტში. ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ტენდერებს მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიები იგებენ, რომლებიც შემდეგ, არც თუ შემთხვევით, „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიაში აღმოჩნდებიან.

დროა, დავასრულოთ ელიტური კორუფცია ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ სახელმწიფოც ამ გზასავით არ ჩამოგვექცეს. „ლელოს“ გუნდი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაშლის წლების განმავლობაში გამეფებულ მაფიას საგზაო ინფრასტრუქტურის ბიზნესში და დანერგავს ევროპულ, კონკურენტულ და სამართლიან სისტემას სახელმწიფო ტენდერებში, რითაც დაიზოგება ასეულობით მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კომენტარი