ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

3 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე- cashbox-ზე ჩარიცხულ თანხაზე cashback- შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს რომ თუკი ბიზნესი ნავაჭრ თანხას საკუთარი კომპანიის ანგარიშზე cashbox-ის მეშვეობით შეიტანს, მას აქციის ფარგლებში, შეტანილი თანხის 0.1% Cashback-ის სახით საჩუქრად, ისევ კომპანიის ანგარიშზე დაუბრუნდება. Cashback-ის გარდა აპარატით ჩარიცხვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:

· თანხის მიმღები ინოვაციური აპარატი, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიტანოს კომპანიის ანგარიშზე თანხა;

· მომხმარებელს აღარ უწევს კუპიურების აპარატში სათითაოდ მოთავსება, მას შეუძლია საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ერთად განათავსოს აპარატში;

· ბიზნესისთვის მეტი კომფრტის შექმნის მიზნით არ არსებობს აპარატში განსათავსებელი თანხის ლიმიტი. მომხმარებელი მისთვის სასურველი ოდენობის თანხას შეუფერხებლად შეიტანს ანგარიშზე;

· თანხის ასახვა ხდება მომენტალურად.

· თანხის შეტანა სრულიად უფასოა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბიზნესბარათი, რომლის შეკვეთა დისტანციურად, ინტერნეტბანკით არის შესაძლებელი.

ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის სასურველია, მომხმარებელმა ისარგებლოს იმ Cashbox-ით, რომელიც დგას მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ ადგილას, ობიექტთან ან ოფისთან ახლოს. აქცია პირველი ტრანზაქციიდან 3 თვის მანძილზე გრძელდება.

საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის გვერდში დგომა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისათვის შევქმენით თანხის მიმღები აპარატების CashBox-ების ქსელი. აპარატის საშუალებით ნავაჭრი თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე, მომხმარებელი cashbox-ით სარგებლობას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მისთვის მოსახერხებელ ადგილას შეძლებს. ბიზნესების წახალისების მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ cashback-ის აქციას, რაც შეტანილი თანხის ნაწილის ბიზნეს ანგარიშზე საჩუქრად მიღებას გულისხმობს. ჩვენ არ ვჩერდებით და ახალი ინოვაციებით ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. გვჯერა, რომ cashbox- ის ინსტრუმენტია, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის მართვას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Cashbox-ისა და მისი განთავსების ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/cashbox

კომენტარი