სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ჯაფარიძე - ივანიშვილი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს რეგიონული ტურიდან ეხმაურება, რომელიც მათ მაიკ პომპეოს მისწერეს და შეშფოთება გამოთქვეს მისი ლოიალური დამოკიდებულებისადმი საქართველოს მთავრობის მიმართ.

პომპეოსადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო წუხილს გამოთქვამენ. კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკან-უკან წავიდა.

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ექვსი კონგრესმენის წერილი არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხაზს უსვამენ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციები განდევნას.

„ დღევანდელი ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს, როდესაც ის სდევნის ქვეყნიდან ამერიკულ ინვესტიციებს, როდესაც ის სდევნის ოპონენტებს და ამისთვის იყენებს ტიპიურ ოლიგარქიულ მეთოდებს. ეს ოქტომბერში უნდა დასრულდეს. კონგრესმენების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიმართულია საქართველოს ინტერესების და ამერიკულ-ქართული ინტერესების წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, იდევნება აშშ-ს ინტერესები შავი ზღვიდან და ჩერდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოხატული წუხილი არის იმისკენ მიმართული რომ საქართველოში აღარ გაგრძელდეს რუსი ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ოქტომბერში“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

წერილში კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება მანიპულირდება რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც ქართულ-ამერიკულ ეკონომიკაში კონტრიბუცია შეჰქონდათ დეკადების განმავლობაში. ეს ყოველივე კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100